ავტომობილიახალი ამბები

წლის ბოლომდე ჩინელები დაიწყებენ მეტად სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერის მქონე გრაფენის ბატარეებზე მომუშავე ელექტრომობილების გამოცდას

ელექტრომობილების ჩინურმა მწარმოებელმა კომპანია Guangzhou Automobile Group-მა (GAC) განაცხადა, რომ რეალურ პირობებში საგამოცდო ექსპლუატაციისთვის ემზადება ელექტრომობილებისთვის განკუთვნილი გრაფენის ბატარეები. ტესტირება დაიწყება მიმდინარე წლის ბოლომდე. თუკი გამოცდის შემდეგ მათ ექსპლუატაციაში მიიღებენ, ეს გახდება ბიძგი ელექტრო ტრანსპორტის განვითარებისთვის, რადგან ამგვარი ბატარეების 85 %-მდე დამუხტვისთვის საჭიროა მხოლოდ რვა წუთი.

ამ დროისთვის GAC არ არის დარწმუნებული, დააკმაყოფილებს თუ არა გრაფენის ელემენტები რეალურ ცხოვრებაში გამოყენების პირობებს. გრაფენის ელემენტების ტექნოლოგია კოდური სახელით “3DG” შეიმუშავა ჩინურმა კომპანიამ Guangqi. ერთ დროს, GAC-მა შთანთქა დეველოპერი და 2014 წელს დაიწყო ახალი ბატარეების შექმნაზე ზედამხედველობა.

ახალი ბატარეები ერთი წლის წინ დაანონსდა. ამ დროისთვის კომპანიამ დაამზადა საკმარისი რაოდენობის აკუმულატორები, რათა მოხდეს მათზე მომუშავე ელექტრომობილების შემოწმება რეალურ პირობებში და არა ლაბორატორიაში. გრაფიტის ხარჯზე ბატარეაში მრავალჯერ იზრდება ელექტრონების გამტარუნარიანობა, რაც საშუალებას იძლევა აკუმულატორი დაიმუხტოს დიდი ძაბვით დაზიანების საფრთხის გარეშე.

ბატარეების დამუხტვა მნიშვნელოვნად მოკლე დროში ელექტროენერგიაზე მომუშავე ტრანსპორტს კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და დადებითად აისახება მთელ ინდუსტრიაზე და არა მხოლოდ.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button