ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – კაკაში ჰატაკე

კაკაში ჰატაკე (はたけカカシ, ჰატაკე კაკაში) კონოჰაგაკურელი შინობია. იგი მინატო ნამიკაზეს მოსწავლე და ობიტო უჩიჰას თანაგუნდელი იყო, მოგვიანებით კი კონოჰას ერთ-ერთი უძლიერესი ნინძა და სერიების მთავარი პერსონაჟებით დაკომპლექტებული გუნდი 7-ის სენსეი გახდა. კაკაშის ცალი თვალი შარინგანია, რაც მას მესამე მსოფლიო ომის მიმდინარეობისას სასიკვდილოდ დაჭრილმა ობიტომ აჩუქა. შარინგანის წყალობით კაკაშის მოწინააღმდეგეთა ტექნიკების უმეტესობის გამეორება შეუძლია, ამიტომ მას მეტსახელად კოპი ნინძა კაკაშის ეძახიან. შინობთა მეოთხე მსოფლიო ომში კაკაში გაერთიანებული ძალების მესამე დივიზიას ხელმძღვანელობდა, ომის დასრულების შემდეგ კი იგი კონოჰას მეექვსე ჰოკაგედ (六代目火影, როკუდაიმე ჰოკაგე) დაინიშნა.

შესაძლებლობები
კაკაში კონოჰაგაკურეს ერთ-ერთი უძლიერესი შინობია, რომელმაც თავისი საგმირო საქმეებით, განსაკუთრებული შესაძლებლობებითა და გამჭრიახობით სახელი ფართოდ გაითქვა შინობთა მსოფლიოში, რის გამოც მას მრავალი მაღალი რანგის ნინძა დანახვისთანავე ცნობდა. მისი სიძლიერე აკაცუკის რამდენიმე S-რანგის წევრმაც აღიარა. კომპლექსური ტექნიკების შესრულება კაკაშის ადრეული ასაკიდან შეეძლო, ამიტომ იგი ნინძათა იერარქიაში თავის თანატოლებზე სწრაფად დაწინაურდა. კაკაშის ძიუცუთა არსენალში შედის რამდენიმე A-რანგის ტექნიკა (მათ შორის, ჩიდორი), ასევე S-რანგის რაიკირი, ობიტო უჩიჰასგან მიღებული მანგეკიო შარინგანის წყალობით კი მას ისეთ უნიკალურ დოძიუცუზე მიუწვდებოდა ხელი, როგორიცაა კამუი და სუსანოო. კაკაშის ძირითადი ელემენტია ელვა, ამიტომ მისი ტექნიკების მნიშვნელოვანი ნაწილი ელვის გამოშვებაზეა დაფუძნებული. მას აგრეთვე შეუძლია გენძიუცუს ბაზისური ტექნიკების შესრულება მოწინააღმდეგეთა დასაფრთხობად და ყურადღების გასაფანტად. ზოგადად, კაკაში მეტად კვალიფიციური და უნარიანი შინობია, რომელიც გაწაფულია ძიუცუს სამივე ძირითად კატეგორიაში. იგი აგრეთვე ექსპერტია სხვა ნინძების ტექნიკების კოპირებაში (რასაც იგი შარინგანის მეშვეობით აკეთებს). ამ გზით მან ათასზე მეტი ძიუცუ ისწავლა. კაკაშიმ მოახერხა ტაქტიკური წარმატების მოპოვება იტაჩი უჩიჰასთან ბრძოლაში (მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს მანგეკიო შარინგანის გამოყენება არ შეეძლო), საკადრისი წინააღმდეგობა გაუწია კაკუზუსა და კისამე ჰოშიგაკის, პეინის მიერ კი აკაცუკის მიზნებისათვის სერიოზულ საფრთხედ იქნა მიჩნეული. ნარუტომ აღნიშნა, რომ კაკაში შიკამარუ ნარაზე ჭკვიანია, კიბა ინუზუკაზე კარგი ყნოსვა აქვს, შარინგანის გამოყენებაში სასკეზე დახელოვნებულია და ტაიძიუცუს როკ ლიზე უფრო სრულყოფილად ფლობს. მისი საბრძოლო ოსტატობის, მახვილი ინსტინქტის, ინტელექტისა და ლიდერის უნარ-ჩვევების გამო, კაკაში ჰოკაგედ დანიშვნამდე წლებით ადრე განიხილებოდა ამ თანამდებობისათვის შესაფერის კანდიდატად. ექვსი გზის განდეგილის განცხადებით, კაკაშიმ მეოთხე მსოფლიო ომში წარმატებით გაართვა თავი მისი, როგორც ლიდერის, მენტორისა და მეგობრის როლს, რის გარეშეც კაგუია ოცუცუკის შეჩერება შეუძლებელი იქნებოდა.

მონაცემები
დაბადების თარიღი 15 სექტემბერი
სქესი მამრობითი
ასაკი I ნაწილი: 26-27
II ნაწილი: 29-31
სიმაღლე I ნაწილი: 181 სმ.
წონა I ნაწილი: 67.5 კგ.
წოდება ანბუს კაპიტანი
მესამე დივიზიის მეთაური
ჰოკაგე
რანგი ჯონინი
კაგე
გუნდი მინატოს გუნდი
კაკაშის გუნდი
ასუმას გუნდი (დროებით)
გუნდი ერთი (ანიმეში)
კურენაის გუნდი (დროებით)
მესამე დივიზია
კუთვნილება კონოჰაგაკურე
ფესვი (მხოლოდ ანიმეში)
კლანი ჰატაკე

დოძიუცუ

შარინგანი
მანგეკიო შარინგანი

ოჯახი
საკუმო ჰატაკე (მამა)

ბუნების ტიპი
ელვის გამოშვება
მიწის გამოშვება
წყლის გამოშვება
ცეცხლის გამოშვება
ქარის გამოშვება
ინის გამოშვება
იანის გამოშვება

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button