ცხოვრების სტილიჯანმრთელობა

რატომ არ უნდა ვისაუზმოთ დილით და რატომ არ არის სასარგებლო კვების ტრადიციული რეჟიმი – ლეო ბოკერიას რჩევები

რუსეთში მოღვაწე ცნობილი ექიმ-კარდიოქირურგის, ლეო ბოკერიას თქმით, გავრცელებული წარმოდგენები დიეტებსა და კვების რეჟიმზე, რომელიც საზოგადოებაში ძალიან პოპოლარულია, მცდარია და რეალურად ადამიანისთვის სარგებელი არ მოაქვს. ამის შესახებ მან ტელეარხ РЕН ТВ-სთან ისაუბრა. მისი თქმით, ჯერ კიდევ ახალგაზრდობისას დასავლეთელი კოლეგებისგან ისწავლა, რომ დილით ფინჯანი ყავა უნდა დაელია, სადილად საკუთარ თავს ბუტერბროდით გამასპინძლებოდა და სრულფასოვანი საკვები მხოლოდ საღამოს მიეღო, რომლის შემდეგაც სპორტით დაკავდებოდა.

“აუცილებლად უნდა ისაუზმო – ეს აბსოლუტური აბსურდია, მხედველობაში მაქვს სრულფასოვანი კვება. თქვენ გაღვიძეთ, ორგანიზმი სამუშაო მდგომარეობაში მოსვლას იწყებს, ამ დროს ჯდებით მაგიდასთან, მიირთმევთ ერთ თეფშ ხორცს, ცომეულს, აყოლებთ დიდ ფინჯან რაიმე სახის სითხეს. შემდეგ იცვამთ და მიდიხართ სამუშაოდ. რა მუშაობის უნარი გექნებათ კიდევ? ამიტომ საუზმე მიეცი მტერს, სადილად მსუბუქი საკვები მიიღე, საღამოს ნორმალურად შეჭამე, შემდეგ კი სპორტით დაკავდი. ჩემი დაკვირვებით, ქვეყნებში, სადაც ადამიანები დიდხანს ცოცხლობენ, სწორედ ასე იკვებებიან“- განაცხადა ბოკერიამ.

Source
sazogadoeba.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button