რჩევებიჯანმრთელობა

მარწყვის განსაკუთრებული თვისებები

მარწყვი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი  კენკრაა. უმეტესობა აფასებს მის ბრწყინვალე გემოს, მაგრამ ცოტამ თუ იცის თუ რაოდენ სასარგებლოა იგი.

მას გააჩნია არა მხოლოდ გამომაჯანმრთელებელი თვისებები, არამედ ნატურალური კოსმეტიკის მოვალეობასაც ასრულებს.

განვიხილოთ მისი პრივილეგიები ეტაპობრივად

  • უპირველეს ყოვლისა მარწყვი ათეთრებს კბილებს.
    მარწყვი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რომელსაც შეუძლია აქტიურად დაამარცხოს ნადები კბილებზე. ასე რომ სანამ სტომატოლოგთან გადაწყვეტთ წასვლას და ქიმიური ნივთიერებებით კბილების გათეთრებას მოისურვებთ კარგად დაფიქრდით.
  • მარწყვი ამცირებს გულის დაავადების ალბათობას.
    მჟავას, რომლსაც შეიცავს მარწყვი აბალანსებს ქოლესტერინის რაოდენობას ორგანიზმში. იგი ასევე აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ნამდვილად ღირს რომ მარწყვი გახდეს თქვენი ყოველდღიური რაციონის  შემადგენელი ნაწილი.
  • მარწყვი ანელებს დაბერებას
    ჩვენ ვბერდებით იმის გამო, რომ ბერდებიან ჩვენი უჯრედები. მარწყვი ანელებს ამ პროცესს. ამ კენკროვან ხილში არის დიდი რაოდენობის ანტიოქსიდანტების შემცველობა, რაც უკუჩვენებითია თავისუფალი რადიკალებისთვის. თავისუფალი რადიკალები პირველი სტიმულატორია სიბერის დაჩქარებისა. კვლევამ აჩვენა, რომ ეფექტური შედეგის მისაღებად საკმარისია დღეში სამი-ოთხი მარწყვის მიღება სადილიდან 20 წუთის შემდეგ.
  • მარწყვი ასევე ძალიან ეფექტურია აკკნეს წინააღმდეგმარწყვის ნიღბები საოცრად სასარგებლოა აკნეს წინააღმდეგ. აქაც შედეგი ანტიოქსიდანტების დამსახურებაა.
  • მიირთვით მარწყვი და ებრძოლეთ ასთმასა და ალერგიას (თუ რათქმაუნდა თავად მარწყვზე არ გაქვთ ალერგია)
    კვლევამ აჩვენა, რომ მარწყვის ყოველდღიური მიღება გარკვეული პერიოდის განმავლობაში საოცრად დადებით შედეგს იძლევა ალერგიებისა და ასთმის წინააღმდეგ.
  • მარწყვი გამოიმუშავებს  ბედნიერების ჰორმონს თქვენს ორგანიზმში
    დამტკიცებული ფაქტია, რომ  დეპრესიის არსებობა არარსებობა დამოკიდებულია ადამაინის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვებრძოლოთ მას სასიამოვნო მეთოდებით. მათ შორისაა მარწყვი. ნუ მიეტანებით ნაყინს ან ტკბილეულს დეპრესიისას. მარწყვი შესანიშნავი გადაწყვეტილებაა. იგი უქმნის ბარიერს ჰემოცისტეინის ფორმულირებას არასასურველი რაოდენობით, რაც ხელს უწყობს იმას, რომ ტვინს მიეწოდოს საკმარისი რაოდენობის სისხლი.
  • მარწყვს აქვს ანტიონკოლოგიური ეფექტი
    აღნიშნული დადებითი თვისებაც მარწყვის შემცველი ანტიოქსიდანტების დამსახურებაა
  • მარწყვი იზრუნებს თქვენ მხედველობაზეც და გაგანთავისუფლებთ ჩაშავებული თვალებისაგან
    მარწყვი სასარგებლოა მათთვისაც ვისაც აქვს თვალების დაავადებები, მაგალითად კატარაქტა. ასევე მარწყვის პატარა ნაჭრები აცილებს შავ წრეებს.
  • მათთვის ვინც ელოდება პატარებს ნუ შეზღუდავთ თავს მარწყვის მიღებისგან.
    მარწყვი შეიცავს საკმაოდ ბევრ ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებიც აუცილებელია ბავშვის ზრდისათვის.

გარდა ამისა მარწყვი სასარგებლოა დიეტებისას. შეიცავს მინიმალური რაოდენობის კალორიებს, აბალანსებს ქოლესტერინის ბალანსს ორგანიზმში და გვიქმნის ბრწყინვალე განწყობას. მიირთვით სანამ არ დაილევა :D

  • 8132183d5ac1
    e84f616c24cf
    49d64442e36f

Source
https://ucnauri.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button