ლიტერატურაპოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – ჩურჩული – ულურჯეს ფარჩის ..

ჩურჩული – ულურჯეს ფარჩის,
შრიალი – აბრეშუმთ შარის,
და ვარდი ვარდებთან დარჩი,
იქ, სადაც სარკეა ქარის.

ახლოა სიმძიმე წვიმის,
ეზოში აპობენ შეშას,
პოეტი – რითმას და სიმებს,
გრიგალი იტაცებს ნეშოს.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button