გამონათქვამებითვითგანვითარებაფილოსოფია

სოკრატეს გამონათქვამები, რომლებიც თვალს აგიხელთ

სოკრატე ცნობილი ბერძენი ფილოსოფოსია, რომელიც ძვ.წ. 469-399 წლებში ცხოვრობდა. სოკრატე თანამედროვე ფილოსოფიის ერთ-ერთ სულისჩამდგმელად მოიაზრება. მისი აზრები დღესაც ნორმადაა მიღებული და ბევრისთვის ინსპირაციის წყარო ხდება, კომფორტის ზონიდან გასაღწევად.

სოკრატეს სიკვდილის შემდეგ მისი ჩანაწერები არ დარჩენილა, თუმცა მისი სწავლებები გადაეცა მის ყველაზე ცნობილ მოწაფერ პლატონს, რომელმაც მისი პოპულარიზაცია მოახდინა. მიუხედავად იმისა, რომ არ გვაქვს იმის დამამტკიცებელი, რომ ეს ფრაზები სოკრატეს ეკუთვნის, არც იმის საბაბი გვაქვს, რომ არ ვენდოთ პლატონს. ასე რომ, ეს ფრაზები დღესაც სოკრატეს მიეწერება.

დამაფიქრებელი ფრაზები სოკრატესგან

  • მძლავრი გონებები იდეებს განიხილავენ, საშუალოები მოვლენებს, სუსტი გონებები კი ადამიანებს.
  • როცა დებატი წაგებულია, ცილისწამება დამარცხებულის იარაღად იქცევა.
  • ცვლილების საიდუმლო ენერგიის ფოკუსირებაშია, არა ძველთან ბრძოლისთვის, არამედ ახლის შენებისათვის.
  • სიკვდილი შესაძლოა საუკეთესო კურთხევა იყოს ადამიანისთვის.
  • იყო კეთილი ყველასთან, ვისაც ხვდები, რთულ ბრძოლაში ყოფნას გავს.
  • მადლიერება ბუნებრივი სიმდიდრეა, ქონებრივი სიმდიდრე ხელოვნური სიღარიბე.
  • არც ათენელი ვარ და არც ბერძენი, მე მსოფლიოს მოქალაქე ვარ.
  • კარგ ცოლს თუ მოიყვან, ბედნიერი იქნები. ცუდ ცოლს თუ მოიყვან, ფილოსოფოსი.
  • სხვას იმას ნუ გაუკეთებ, რაც შენ გაბრაზებს.
  • ვერავის ვერაფერს ვასწავლი, უბრალოდ მათ ჩავაფიქრებ.
  • ყველა მოქმედებას აქვს ფასი და სიტკბო.
  • ვინც იმით არ არის კმაყოფილი, რაც აქვს, არც იმით იქნება კმაყოფილი რაც უნდა, რომ ჰქონდეს.
  • კითხვის გაგება უკვე პასუხის ნახევარია.
  • მხოლოდ ერთი კარგი არსებობს, ცოდნა და მხოლოდ ერთი ცუდი, უმეცრება.
  • ვისაც მსოფლიოს დაძვრა უნდა, ჯერ საკუთარი თავი დაძრას.
  • ეჭვი სულის წყლულია.
  • იცოდე შენი თავი.
  • ყოფნა არის ქმედება.
  • გონება ყველაფერია. რასაც ფიქრობ, ის ხდები.
  • ვიცი რომ ინტელიგენტი ვარ, რადგან ვიცი რომ არაფერი არ ვიცი.
  • აღფრთოვანება დაბრძენების საფუძველია.
  • საკუთარი თავი რომ აღმოაჩინო, იფიქრე მისთვის.

Source
https://eon.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button