ავტომობილიახალი ამბები

Mercedes-Benz-მა შეიმუშავა „ჰიპერეკრანი“ ელექტრომობილების მონაცემთა დაფის ჩასანაცვლებლად

Posted 

image.jpeg

Mercedes-Benz-მა წარადგინა სიახლე – უზარმაზარი, 140-სანტიმეტრიანი რკალისებრი პანელი MBUX Hyperscreen, რომელიც განკუთვნილია სამომავლო ელექტრო სედან EQS-ისთვის. იგი ჩაანაცვლებს ავტომობილის ფრონტალურ პანელს და მასში გაერთიანებული იქნება მოწყობილობები, მულტიმედია ნაკრები, ნავიგაცია და ბევრი სხვა სისტემა. 

OLED-დისპლეის ზედაპირზე დატანილია დამცავი მინა Gorilla Glass. სიკაშკარის რეგულირებაზე პასუხისმგებელია კამერა და განათების სენსორი, მთლიანად MBUX Hyperscreen-ის მუშაობას კი მართავს ბორტ-კომპიუტერი 8-ბირთვიანი პროცესორითა და 24 გბ ოპერატიული მეხსიერებით, შედეგად უზრუნველყოფილია მოწყობილობის წარმადობის მაღალი დონე. ამ ყველაფერს ემატება ეკრანის მიღმა დამალული 12 მამოძრავებლის საფუძველზე არსებული უკუკავშირის ტაქტილური სისტემა. 

image.jpeg

MBUX Hyperscreen – ეს იქნება მძღოლისა და მგზავრების ელექტრომობილთან ურთიერთქმედების ორგანიზების სრულიად ახალი მიდგომის მაგალითი. რა თქმა უნდა, უნიკალური ეკრანი ასევე უზრუნველყოფს გასართობი კონტენტის გამოყენების ახალ დონეს. 

ვიდეო შეგიძლიათ ნახოთ ბმულზე: https://bit.ly/35xAw5F 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button