National Geographicსურათებიფლორა & ფაუნა

National Geographic: დიდი კატების ფოტოგალერეა

ლომები საფრთხის ქვეშ არიან მთელს მათ საბინადროში – აფრიკის კონტინენტზე. თუმცა არსად არაა მათი მდგომარეობა ისეთი სახიფათო, როგორიც კენიაში, მასაის ტერიტორიაზე, სადაც ამ მსხვილ მამრს გადაუღეს ფოტო. აქ ლომების რაოდენობა 150-ზე ნაკლებია და სრულად ამოწყდომის გარდაუვალი საფრთხე ემუქრებათ მასაის მწყემსებისგან. ისინი აქტიურად ნადირობენ ლომებზე, რითიც სამაგიეროს უხდიან მათი საქონლის მოტაცებისთვის.


სამი დედალი ლომი და ბოკვერების წყვილი ისვენებს ბოტსვანაში, მდინარე ოკავანგოს დელტას ბალახიან მდელოზე. მდედრები პრაიდში (პრაიდი – ლომების ოჯახი) სიცოცხლის ბოლომდე რჩებიან და ხშირად უწევთ თავიანთი ნაშიერების მამრებისგან დაცვა. ეს უკანასკნელები დაუნდობლად უსწორდებიან პატარა ლომებს, თუკი ისინი მათ ტერიტორიაზე შეაბიჯებენ.


ორი ახალგაზრდა მამალი ლომი ოკავანგოს დელტაში ბალახებშია წამოწოლილი. ლომების პრაიდს შეიძლება მეთაურობდეს როგორც ერთადერთი მამრი, ისე შვიდამდე მამრის კოალიცია, რომლებიც ოჯახის საბინადრო ტერიტორიას ერთობლივად იცავენ.


ბოტსვანას ოკავანგოს დელტაში მდედრი ლომი იზმორება, პრაიდის დანარჩენი წევრები კი იქვე არიან მოკალათებულნი და უსაქმურობენ. პრაიდის ზომა მერყეობს 2-დან 18 მდედრამდე და ბოკვერებამდე, ამასთან ყველა მათგანი ერთმანეთს ენათესავება.


მოზრდილი მამალი ლომი მიაბიჯებს ოკავანგოს დელტას სათიბ-საძოვრებში. ბიოლოგი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მამრ ლომებს მასიური და შთამბეჭდავი ფაფარი განუვითარდათ, არის ის, რომ ბრძოლის დროს კისერი დაზიანებისგან დაიცვან.


მთის ლომებს, იგივე პუმებს, არ უყვართ ტერიტორიის სხვისთვის გაზიარება და ყოველთვის ფხიზლად არიან, რომ უცხო პირების შემოჭრა არ დაუშვან.


დედა ბენგალის ვეფხვი და მისი ბოკვერი ისვენებენ მაღალ ბალახებში მდელოზე. ვეფხვის ბოკვერები დედასთან რჩებიან 2 ან 3 წლის განმავლობაში, შემდეგ კი დამოუკიდებლად ცხოვრებას სწავლობენ და საკუთარი ტერიტორიის ძებნას იწყებენ.


ბასრი მხედველობა და არაჩვეულებრივი სისწრაფე ავაზას აქცევს მრისხანე მონადირედ.


იაგუარი, რომელიც სამხრეთ ამერიკის დიდი კატებიდან ყველაზე მსხვილია, ერთ დროს ამერიკის კონტინენტების უმეტეს ტერიტორიაზე დახეტიალობდა. დღეს მათი პოვნა მხოლოდ რამოდენიმე შორეულ რეგიონშია შესაძლებელი.


პატარა კატებს, რომლებსაც შეუძლიათ კრუტუნი და დიდ კატებს შორის, რომლებსაც შეუძლიათ ღრიალი, არის ლაქებიანი ლეოპარდი. ეს იშვიათი კატები სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტროპიკულ ტყეებში ბინადრობენ.


თავიანთი პრაიდების მძვინვარედ დამცველი მამრი ლომები მეთვალყურეობენ ვრცელ ტერიტორიებს, რომლებიც როგორც წესი, დაახლოებით 250 კვ. კმ.-ია.


სულ რაღაც 200 აზიური ლომიღაა დარჩენილი მთელს მსოფლიოში. ინდოეთის გირის ეროვნული ტყე-პარკი, რომელიც ერთ დროს სამეფო საკუთრებას წარმოადგენდა, ამჟამად ამ არსებების ერთადერთი თავშესაფარია.


ცენტრალური აზიის მთების ადგილობრივი მკვიდრი, თოვლის ლეოპარდი, იშვიათად თუ შეხვდება ვინმეს. ამ სახეობის 6000-მდე წარმომადგენელიღა დარჩა მსოფლიოში. მათზე დიდი ხნის განმავლობაში ნადირობდნენ ლამაზი და თბილი ბეწვის, ასევე ორგანოების მოსაპოვებლად, რომელიც ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში გამოიყენება.


მდედრი ავაზები მშობიარობისას, როგორც წესი, სამ ბოკვერს აჩენენ, რომლებიც მშობელთან 1.5 წლის განმავლობაში რჩებიან და თავის გატანას სწავლობენ. შვილებთან ყოფნისას ავაზა სახლის კატასავით კრუტუნებს.


ვეფხვის დღეს არსებული სამი ქვესახეობიდან ერთ-ერთი, ციმბირული (ამურის) ვეფხვი, ყველაზე დიდია ზომით. მათი მხოლოდ 400-500 წარმომადგენელია დარჩენილი ველურ ბუნებაში, თუმცა მიიჩნევა, რომ მათი მომავალი საფრთხეში აღარაა. ვეფხვების გადარჩენისთვის მებრძოლი პროგრამები ზრუნავენ ციმბირული ვეფხვის გამრავლებაზე და ტყვეობაში გაზრდილი ბოკვერები ველურ ბუნებაში მიჰყავთ.

Source
https://charlius.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button