ესე

პოეტისა და პოეზიის დანიშნულება (poetisa da poeziis danishnuleba)

პოეზია ნიჭია, რომელიც ეძლევათ მხოლოდ ღვთის რჩეულებს – პოეტებს. პოეტობა მადლია, მაგრამ დიდი ტვირთიც არის, რადგან პოეტი იმისთვის არის მოვლენილი, რომ მისი ხალხის ტკივილი და სიხარული გაიზიაროს.

ი.ჭავჭავაძეს დიდად აწუხებს მისი დაჩაგრული ქვეყნის ბედი და თავს ვალდებულად გძნობს მის წინაშე. მისი აზრით პოეზია არ არის მხოლოდ საღამოს ბულბულის გალობა, არამედ ერის პატივისცემა და სიყვარულია. ჭეშმარიტი პოეტის დანიშნულებად თვლის ილია ღმერთის მცნების მიწვდენას თვალებახვეულ და დამუნჯებულ ხალხამდე. ამგვარი შედარებით პოეტს ეკისრება ანგელოზობა, რომელიც შუამავლობს ზეცასა და მიწას შორის. “პოეტში” ილია პოეტის შემოქმედებას ფრინველის საამურ ჭიკჭიკს ადარებს და ამბობს:

 “მისთვის არ ვმღერ, რომ ვიმღერო

ვით ფრინველმა გარეგანმა,”

   ანუ პოეტის ნაწარმოებები მხოლოდ სიამოვნებას არ უნდა ანიჭებდეს მკითხველს, არამედ შეეძლოს სარგებლის მოტანაც. ლექსში “ჩემო კალამო” ილია ამბობს, რომ არ არის მნიშვნელოვანი პოპულარობა და მისი შემოქმედების მხოლოდ სიტყვიერი დაფასება,

“ჩემო კალამო, ჩემო კარგო რად გვნიდა ტაში?

      რასაც ვმსახურებთ, მას ერთგულად კვლავ ვემსახუროთ.”

  იგი ტაშს არ ითხოვს, მარგამ არც მის მიერ აეჩეულ ხვედრს არ ანებებს თავს. პოეტის მიზანია დაანახოს ხალხს სიმართლე, რაოდენ მწარეც კი არ უნდა იყოს იგი და აიტანოს ხალხის მიერ გამოთქმული უკმაყოფილება. ნაკლის მხილება, დაჩაგრულის შემწეობა, დავრდომილის აღდგენა, მტირალის ნუგეშისცემა მხოლოდ დიდი რწმენით აღვსებულ სიყვარულს ძალუძს.

   ა.წერეთლში “პოეტში” ავტორი საკუთარ თავს უგუნურს და ბრძენს უწოდებს. “მწერლობა, – წერდა პოეტი, – არის უძლიერესი იარაღი, რომელიც სიმართლით უნდა ილესებოდეს და უსუსტრად იხამრებოდეს სამშობლოს საკეთილდღეოდ…” აკაკი ცდილობს, რომ ხალხს უთხრას ის რასაც სარკე აირეკლავს და შეუფარავად გადმოგვცემს. ის მხოლოდ გარემოების საყვირია, არც მიწისაა და არც ცისა.

 “შუაკაცი ვარ უბრალო,

ხან მიწისა ვარ, ხან – ცისა.”

   საბოლოო შეჯამებით, შეიძლება თამამად ითქვას, რომ პოეტის დანიშნულებაა სიმართლე მიაწვდინოს ხალხს, იყოს პატიოსანი, რადგან იგი ამ ქვეყნად უფალმა მოავლინა. ამ დანიშნულებას XIX საუკუნის რეალისტი პოეტები პატიოსნად ასრულებდნენ, დღესდღეობით კი პოეტი მართლაც რომ, მხოლოდ გარეული მოგალობე ფრინველია, რომელიც მსმენელს თავისი გალობით ხიბლავს.

Source
https://toptemebi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button