ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

კვლევა: ბირჟებს შორის Bitcoin-ტრანზაქციების მოცულობამ 2020 წლის პირველ კვარტალში 15 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა

ბირჟებს შორის გაცვლილი Bitcoin-ის ჯამური მოცულობა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში 15 მლრდ აშშ დოლარს შეადგენს, რაც თითქმის ორჯერ მეტია 2019 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით – ნათქვამია Crystal Blockchain-ის კვლევაში. 

გასული წლის ამავე პერიოდში ბირჟებს შორის გაცვლილი Bitcoin-ტრანზაქციების მოცულობა 8.2 მლრდ აშშ დოლარს შეადგენდა. 

კვლევის ანგარიშის მოსამზადებლად მკვლევარებმა გააანალიზეს ტრანზაქციების ისტორია მსოფლიოს 70 ქვეყნის 436 ბირჟას შორის 2013 წლიდან 2020 წლის პირველ კვარტლამდე პერიოდში. ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო იმის განსაზღვრა, თუ როგორ შეიცვალა Bitcoin-ბაზარი კრიპტობირჟების რეგულირების სამ პერიოდში. მკვლევარებს ასევე სურდათ განესაზღვრათ მისი რეაქცია ისეთ გარე ფაქტორებზე, როგორებიცაა გლობალური ფინანსური არასტაბილურობა და გამკაცრებული რეგულაციები. 

მას შემდეგ, რაც „დიდი ოცეულის“ ქვეყნებმა განაცხადეს, რომ კრიპტოვალუტების ბაზარზე გამოყენებული იქნება FATF-ის სახელმძღვანელო პრინციპები, ასევე დირექტივა ფულის გათეთრების წინააღმდეგ –  Crystal Blockchain-ის გუნდი თავის ანგარიშში კონცენტრირდა ზემოთხსენებულ ქვეყნებს შორის მიმდინარე ტრანზაქციებზე. 

წარმოგიდგენთ რამდენიმე საკვანძო დასკვნას ანგარიშიდან: 

2020 წლის პირველი კვარტლის ბოლოს ყველაზე მეტი ბირჟა დარეგისტრირდა დიდ ბრიტანეთში, ჰონგ კონგში, სინგაპურსა და აშშ-ში. 

გამოკითხული გლობალური ბირჟების თითქმის 17,7%-ს არ აქვს იურისდიქცია, ან ეს ინფორმაცია არ არის საყოველთაოდ ხელმისაწვდომი. 

2020 წლის პირველ კვარტალში ბირჟებს შორის პირდაპირ გადაგზავნილი Bitcoin-ის საერთო მოცულობამ 15 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ორჯერ მეტია წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით. 

2020 წლის პირველ კვარტალში სეიშელის კუნძულებზე მოდიოდა Bitcoin-ის გაცვლის საერთო მოცულობის 37%, რაც იმით არის განპირობებული, რომ აქ მთელი რიგი ცნობილი ბირჟებია რეგისტრირებული. 

ამ მონაცემებისა და სრული ანგარიშის ნახვა შესაძლებელია Bitcoin Flows Analytics-ზე. 

The Block-ისა და Blockchain Association-ის კვლევების თანახმად კრიპტოვალუტების სივრცეში თანამშრომლების 85%-ზე მეტი მუშაობს კომპანიებში, რომლებიც კონცენტრირებულია სამ ძირითად მიმართულებაზე: ბირჟები, წარმოება და მაინინგი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button