ანიმენარუტო

ანიმე ნარუტო – გარეთა გზა: ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკა

ქვესკნელის მეფეში ჩაკრას კონცენტრაციით რინნეგანის მფლობელს მიცვალებულთა გაცოცხლება შეუძლია. ამ დროს მათი სულები ქვესკნელის მეფის პირიდან გამოდიან და თავიანთ სხეულებში ბრუნდებიან. ამ ტექნიკით ნებისმიერი პირის გაცოცხლებაა შესაძლებელი და არა მხოლოდ მათი, ვინც მისმა გამომყენებელმა მოკლა. როგორც ჩანს, ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკა ძალიან ბევრ ჩაკრას მოიხმარს. კონანი შიშობდა, რომ მისი გამოყენება ნაგატოს მოკლავდა, რაც გამართლდა კიდეც.

წვრილმანები
ობიტო უჩიჰასთან საუბარში მადარა უჩიჰამ აღნიშნა, რომ ამ ტექნიკით იგი ნაგატოს უნდა გაეცოცხლებინა.
ვინაიდან უწმინდური მსოფლიო რეინკარნაციით გაცოცხლებულ მადარას ათკუდიანის ჯინჩურიკად გახდომა სურდა, რისთვისაც „ნამდვილი“ სხეული იყო საჭირო, ზეციური სიცოცხლის სამსარას ტექნიკის შესრულება მან ობიტოს დაავალა. ობიტო აცნობიერებდა, რომ ძიუცუს გამოყენება მის სიცოცხლეს იმსხვერპლებდა.

Source
https://naruto.fandom.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button