ახალი ამბებისმარტფონები

50-მპ კამერა და ჩიპი Kirin 990: ცნობილი გახდა Huawei P40 და P40 Pro სმარტფონების მახასიათებლები

Huawei P40 და P40 Pro სმარტფონების ხარისხიან რენდერებთან ერთად ინტერნეტში გამოჩნდა მათი გარკვეული ტექნიკური მახასიათებლები. ინფორმაციის წყარო გახლავთ რესურსი 91mobiles. 

უპირველეს ყოვლისა, დადასტურდა, რომ სმარტფონში გამოყენებული იქნება საფირმო პროცესორი Kirin 990 5G, რომლის წყალობით მხარდაჭერილი იქნება მუშაობა მეხუთე თაობის მობილურ ქსელში. ძრავი XD Fusion Engine კი უზრუნველყოფს მოწყობილობის გაფართოებულ შესაძლებლობებს გამოსახულების დამუშავების კუთხით. 

Huawei P40 Pro მოდელს ექნება 6.58-დუიმიანი დისპლეი და 4200 მა/სთ მოცულობის ბატარეა 40-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. ფრონტალური კამერა ორმოდულიანია, მასში გაერთიანებულია 32-მეგაპიქსელიანი ობიექტივი და სიღრმის სენსორი. ძირითადი კამერა ოთხი მოდულისგან შედგება და მასში შედის 50+40+12 მეგაპიქსელიანი მოდულები, აგრეთვე ToF სენსორი. ხელმისაწვდომია 50-მაგი SuperSensing ზუმი. 

image.jpeg

Huawei P40 მოდელს კი ექნება 6.1-დუიმიანი ეკრანი და 3800 მა/სთ მოცულობის ბატარეა 40-ვატიანი სწრაფი დამუხტვის მხარდაჭერით. სელფი კამერის გაფართოება 32 მეგაპიქსელს შეადგენს. ძირითად კამერაში მოცემულია 50+16+8 მეგაპიქსელიანი მოდულები, აქვს 30-მაგი ზუმის მხარდაჭერა. 

ჯერჯერობით უცნობია ოპერატიული მეხსიერებისა და ფლეშ-მოდულების მოცულობა. დიდი ალბათობით წარმოდგენილი იქნება 12 გბ ოპერატიული და 512 გბ მოცულობა. სმარტფონების ოფიციალური პრეზენტაცია შედგება 26 მარტს. 

Source
https://www.overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button