პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – წვეთი წვეთებზე გადადის ..

ციკლიდან „ეპოქა“

წვეთი წვეთებზე გადადის,
წვეთი წვეთებზე ირხევა,
ერთ ადგილას სცემს მარადის
და ქვა შუაზე ირღვევა.
ეს დაჟინების წყურვილთა
მარადისია განგება,
როდესაც გული ძველისძველ
ფიქრებით დაიჟანგება.
სინათლეს უშვებს წვეთწვეთად
კატაკომბებში სანთელი,
გული შუაზე ირღვევა,
როგორც ცა გასალანდელი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button