Topთამაშებისია

Metacritic-მა დაასახელა 2020 წლის პირველი ნახევრის 20 საუკეთესო თამაში

Metacritic-მა შეაჯამა 2020 წლის პირველი ნახევრის შედეგები და გამოაქვეყნა მითითებული დროის საუკეთესო თამაშების ჩამონათვალი პროფილური პრესის ვერსიით. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, The Last of Us Part II-მა, რომელმაც უმეტესობა გამომცემლობისგან უმაღლესი ქულები დაიმსახურა, ჩამონათვალში მხოლოდ მეორე ადგილი დაიკავა, ლიდერი კი გახდა PlayStation 4-ის სხვა ექსკლუზივი. 

მაშ ასე, კრიტიკოსების შეფასებით, მიმდინარე წლის პირველი ნახევრის საუკეთესო პროექტის წოდება ერგო Persona 5 Royal-ს – 2016 წლის ორიგინალი თამაშის გაფართოებულ ვერსიას. მან მიიღო 95 ქულა მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიერ 71 რეცენზიის შემდეგ. მომხმარებლებმა მას მიანიჭეს 8.1 ქულა 10-დან, ხმა მისცა 2008 ადამიანმა. 

image.png

მეორე პოზიციაზე, როგორც ზემოთ ითქვა, განთავსდა The Last of Us Part II, რომელმაც გეიმერების მხრიდან უარყოფითი რეცენზიები მიიღო Metacritic-ზე რელიზიდან მცირე დროშივე. მესამე ადგილზეა Half-Life: Alyx – Valve-ს ფლაგმანური VR-პროექტი. რეიტინგის პირველ ათეულში ასევე შედის Ori and the Will of the Wisps, Animal Crossing: New Horizons, Dreams და სხვები. 2020 წლის პირველი ნახევრის საუკეთესო თამაშების სრული ჩამონათვალი შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ: 

  • Persona 5 Royal — 95 ქულა; 
  • The Last of Us Part II — 94 ქულა; 
  • Half-Life: Alyx — 93 ქულა; 
  • Ori and the Will of the Wisps — 90 ქულა; 
  • Animal Crossing: New Horizons — 90 ქულა; 
  • Xenoblade Chronicles: Definitive Edition — 89 ქულა; 
  • Dreams — 89 ქულა; 
  • DOOM Eternal — 88 ქულა; 
  • Legends of Runeterra — 87 ქულა; 
  • Final Fantasy VII Remake — 87 ქულა; 
  • Monster Train — 86 ქულა; 
  • Desperados III — 86 ქულა; 
  • Nioh 2 — 85 ქულა; 
  • Streets of Rage 4 — 84 ქულა; 
  • Panzer Corps 2 — 84 ქულა; 
  • Lair of the Clockwork God — 84 ქულა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button