ზღაპარისაბავშვო

აკაკი ჭანტურია – ოქროს კრავი

იყო ერთი მონადირე (მაჯინ). როდესაც ეს მონადირე წავიდოდა, ისე არასოდეს დაბრუნდებოდა, რომ რაიმე ნანადირევი (ნაჯინ) არ მოეტანა. ერთხელ რომ წავიდა, მთელი დღე ვერაფერი იშოვა მოსაკლავი. ხელცარიელი დაბრუნება სიკვდილად და კაცობიდან ამოვარდნად მიიჩნია. გაუყვა დიდ მთებს. როცა ღამდებოდა, დაუშვა შხეფი (შხუფი) და ამას გრგვინვა (მერეხი) მოჰყვა. დაიწყო თავშესაფრის ძებნა. ნახა ერთი გამოქვაბული (ფოქვა). გაეშურა გამოქვაბულისკენ თავის შესაფარებლად. როცა შევიდა, ნახა, რომ რაღაც ანათებდა, როცა ახლოს მივიდა, ოქროსთმიანი კრავი ნახა – ისეთი ლამაზი, ისეთი მშვენიერი, რომ ამის უკეთესს კაცის თვალი ვერაფერს ნახავს. შეუყვარდა, უნახავმა გააკვირვა, იფიქრა, ეს ღვთისაგანააო, დაიჩოქა და თაყვანი სცა.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button