ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტებიმსოფლიო

როდის ჩაანაცვლებს კრიპტოვალუტა ფიატურ ფულს

ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ისაუბრა ცენტრალური ბანკების მიერ ციფრული ფულის გამოშვების აუცილებლობის შესახებ. 

ევროკავშირი გეგმავს აამოქმედოს ერთიანი ციფრული სისტემა 2021 წლის ბოლოსთვის – განაცხადა ვიცე-პრეზიდენტმა ახლახანს გამართულ კონფერენციაზე. ევროპული ცენტრალური ბანკის წევრმა ბენუა კერემ აღნიშნა, რომ ეს დაეხმარება ევროკავშირის მოქალაქეებს, გადაჭრან ნაღდ ფულთან დაკავშირებული პრობლემები. 

„ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტა შეძლებს იმის გარანტირებას, რომ მოქალაქეები გააგრძელებენ ფულის გამოყენებას იმ შემთხვევაშიც კი, თუკი საბოლოო ჯამში ნაღდი ფული პოპულარობას დაკარგავს. ამგვარი ციფრული ვალუტა შესაძლოა წარმოდგენილი იყოს სხვადასხვა ფორმით, უპირატესობებით, ასევე შესაძლოა დაკავშირებულ იქნას ხარჯებსა და შეფერხებებთან, რომელთაც ევროპის ცენტრალური ბანკი და სხვა ცენტრალური ბანკები ამჟამად სწავლობენ“ – განაცხადა კერემ. 

მან დაამატა, რომ ათი ევროპული ქვეყანა ამ დროისთვის არ იღებს ევროკავშირის სხვა წევრების ბარათებს, რამაც გამოიწვია სხვა სახის საგადასახადო სისტემის გამოყენების შესამჩნევი ზრდა. კერეს თქმით, ერთიანი ციფრული ვალუტის ამოქმედება ევროპას დაეხმარება დაძლიოს დამოკიდებულება აშშ-ში დაფუძნებულ ისეთ საერთაშორისო საგადასახადო სისტემებზე, როგორებიცაა MasterCard, Amazon, Apple და PayPal.  

Source
overclockers.ge/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button