Hi-Techახალი ამბები

Opera-მ ოფიციალურად აამოქმედა თავისი დესკტოპ-ბრაუზერის ვერსია ინტეგრირებული კრიპტო-საფულით

ბრაუზერი, სახელად Reborn 3 ახლა უკვე ხელმისაწვდომია ოპერაციული სისტემებისთვის – Mac, Windows და Linux – აცხადებს Opera-ს წარმომადგენლობა. პროგრამული უზრუნველყოფა მომხმარებლებს საშუალებას მისცემს თვალყური ადევნონ და მოქმედებეი განახორციელონ „Web 3“-ის ბლოკჩეინზე დაფუძნებული დეცენტრალიზებული აპლიკაციით, ელექტრონული საფულე კი მათ საშუალებას მისცემს განახორციელონ ტრანზაქციები Metamask-ის მსგავსი გაფართოების გარეშე.

Opera-ს განცხადების მიხედვით, უსაფრთხოების გაზრდილი დონის მქონე Reborn 3-ის ინტეგრირებული საფულე სინქრონიზდება Android Opera მობილურ ბრაუზერთან, რომელიც გამოშვებულ იქნა გასული წლის დეკემბერში.

ეს ნიშნავს იმას, რომ საფულის გასაღებები არასოდეს დატოვებენ მოხმარებლის სმარტფონს – აცხადებს კომპანია: „პრაქტიკაში, როდესაც მომხმარებლების მხრიდან საჭიროა იდენტიფიკაცია Web 3-ზე ან სჭირდებათ ტრანზაქციის განხორციელება ბლოკჩეინზე, ისინი მიიღებენ შეტყობინებას თავიანთ სმარტფონებზე. დადასტურების შედეგად შეძლებენ განბლოკონ თავიანთი სისტემა, რაშიც გამოიყენებენ სახის ამომცნობ სისტემას ან თითის ანაბეჭდის სკანერს“.

Opera-მ ასევე განაცხადა, რომ აპირებს დაამატოს ინტეგრირებული კრიპტო საფულის ფუნქცია თავის iOS ბრაუზერში, რომელიც ცნობილია სახელით – Opera Touch.

ამ დროისთვის ბრაუზერს აქვს Etehereum-ისა და ERC-20 ტოკენების მხარდაჭერა. ასევე მხარდაჭერილია ERC-721 სტანდარტის „collectibles“ – მაგალითად CryptoKitties.

მიმდინარე წლის დასაწყისიდან მოყოლებული Opera-მ თავის Android-მომხმარებლებს ნება დართო შეიძინონ Etehereum-ი უშუალოდ ბრაუზერიდან, რაც განხორციელდა კრიპტოვალუტების რეგულირებად ბროკერ Safello-სთან პარტნიორობის შედეგად.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button