ამონარიდებილიტერატურასაკითხავიწიგნები

ოსკარ უაილდი – დორიან გრეის პორტრეტი

„ყოველ კულტურულ ადამიანისათვის, რომელიც მორჩილად და თავმოდრეკილად მიიღებს თავისი საუკუნის საზოგადოდ აღიარებულ ნორმებს, სწორედ ეს იქნება ამორალიზმის უსაშინლესი ფორმა.“

„სიყვარული ხელოვნებაზე გაცილებით დიადი, ძლიერი და მაღლა მდგომია.“

„ამქვეყნად მხოლოდ ორი ტიპის ადამიანებს ძალუძთ მოხიბლონ და დაატყვევონ გული. ადამიანებს, რომელნიც მისნის ალღოთი სწვდებიან ცხოვრების ყოველგვარ იდუმალებას და ადამიანებს, რომელთაც არავითარი წარმოდეგნა არა აქვთ ამაზე.“

„ქალის პატივმოყვარეობას ისე არაფერი აამებს და აცხრობს, როგორც ცოდვილის რეპუტაცია.“

„მხოლოდ გონებაშეზღუდულ ადამიანებს ესაჭიროებათ წლები, რომ განცდები თავიდან მოიშორონ. ადამიანს, რომელსაც შეუძლია საკუთარი თავი დასძლიოს, ასევე თავისუფლად შეუძლია იხსნას თავი უმძიმესი მწუხარებისაგან და სრულიად იოლად მიაგნოს ახალ სასიხარულო განცდებს.“

„ხელოვნება გაცილებით უფრო აბსტრაქტულია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ.“

„ცხოვრება იქიდან უნდა დავიწყოთ, სადაც გუშინ შეჩერდა, მაგრამ მწვავედ შევიგრძნობთ, რომ განწირულნი ვართ უიმედოდ, რადგან დაუსრულებლად უნდა ვხარჯოთ ენერგია, თავბრუდამხვევად ვიტრიალოთ ერთსა და იმავე დამქანცველ წრეში მისთვის ჩვეული სტერეოტიპული საქმიანობით.“

dorian_gray01„ოდესღაც არსებული ბედნიერების მოგონებაშიც კი მუდამ თავისებური სიმწარეა ჩამარხული.“

„მანკიერება, ვიცი, ისეთი რამ არის, რაც ადამიანის სახეზე სამუდამო დაღს ტოვებს, მისი დაფარვა შეუძლებელია.“

„ადამიანებს ხანდახან სწამთ, რომ საიდუმლოებით მოცული ბიწიერებანიც არსებობს ამქვეყნად, მაგრამ ეს მტკანი სიცრუეა.“

„თქვენ ისეთ ამბებზე მსჯელობთ, რომლის შესახებ წარმოდგენა არ გაქვთ.“

„თითოეული ჩვენგანი თავის არსებაში ითავსებს ცასა და ჯოჯოხეთს.“

„თუ ქალი მეორედ თხოვდება, ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მას პირველი ქმარი ეზიზღებოდა, ხოლო თუ მამაკაცი ცოლს მეორედ ირთავს, მაშინ ის უცილოდ პირველ ცოლს აღმერთებდა.“

„ქორწინებაში ქალი ბედს ეძიებს, მამაკაცი კი მუდამ რისკს ეწევა.“

„ქალებს იმ ნაკლოვანებათა გამო შევუყვარდებით ხოლმე, რომლებიც ბუნებით თან დაგვყოლია.“

„ვნებით გატაცება ადამიანის გონებას ჩიხში ამწყვდევს, ფიქრის გასაქანს არ აძლევს და ყოველი მისი აზრი ერთ დახურულ რკალში ტრიალებს.“

dorian-gray-pics-hd-ben-barnes-8952205-1650-1100„სიყვარულს სასიცოცხლო ძალას მხოლოდ განმეორება მატებს. დიახ, მხოლოდ და მხოლოდ განმეორება გადააქცევს დიდ გულისთქმას ხელოვნებად. ამის გამოა სწორედ, რომ სულში ახლად გაშლილი ყოველი გრძნობა კვლავ პირველი სიყვარულია. მხოლოდ გატაცების საგანი იცვლება, გრძნობა კი საუკუნოდ უცვლელი და განუმეორებელი რჩება.“

„ადამიანი ყველაფერში პოულობს სიამოვნებას, რაც ჩვეულებად გადაექცევა ხოლმე.“

„არასოდეს ისეთი რამ არ უნდა ჩაიდინო, რის შესახებ სადილის შემდეგ საზოგადოებაში თავისუფლად არ შეგიძლია საუბარი.“

„ვინც ცხოვრებას მხატვრის თვალით უყურებს, მის გონებას უთუოდ სული ცვლის.“

„რა სარგებლობა ექნება ადამიანს… თუნდაც მთელი ქვეყნიერება მისცენ, თუ დაკარგავს…“

„ის, რაც ისე ღრმად სწამს ადამიანს, სინამდვილეში არ არსებობს.“

„მოხუცებულობის ტრაგედია ის კი არ არის, რომ ადამიანი ხანდაზმულობას აღწევს, არამედ ის, რომ სული მარად ახალგაზრდული რჩება.“

„ადამიანთა მოქმედებაზე გავლენის მოხდენა ხელოვნებას არ ძალუძს. ის მოქმედების სურვილს ადუნებს მხოლოდ და მეტისმეტი სიწმინდის გასახიერებაა.“

Dorian-Gray52„არის წიგნები, რომელთაც მსოფლიო ამორალურს უწოდებს, მაგრამ სწორედ ამ წიგნებში, როგორც სარკეში, მკითხველი საკუთარ მანკიერებას და სამარცხვინო საქციელს ხედავს.“

„ტანჯვის გარდა ყველაფერში შემიძლია ვუთანაგრძნო ადამიანებს. ის იმდენად შემაძრწუნებელ და აუტანელ წამებას გვაყენებს, რომ მისი თანაგრძნობა არასგზით არ შემიძლია. უბედურებისადმი საყოველთაო თანაგრძნობაში არის რაღაც საზარლად ავადმყოფური.“

„მამაკაცები ცოლს დაღლილობის გამო ირთავენ, ქალები კი იმიტომ თხოვდებიან, რომ ფრიად ცნობისმოყვარენი არიან. ორივე მხარე ბოლოს იმედგაცრუებული რჩება.“

„ქალი გონებასა და სულზე მატერიის გამარჯვებას განასახიერებს, როგორც მამაკაცი ასახიერებს გონების გამარჯვებას მორალზე.“

„ერთულებაში მესაკუთრის სიხარბეს ვხედავ. ჩვენ ბევრ რამეს მოვიშორებდით თავიდან, იმის შიში რომ არ გვქონდეს, რომ მას სხვები წაატანენ ხელს.“

„ერთადერთი განსხვავება ჟინიანობასა და სამუდამო სიყვარულს შორის არის ის, რომ ჟინიანობა უფრო ხანგრძლივია.“

„შეყვარებული ადამიანი თავის მოტყუებით იწყებს და სხვების მოტყუებით ამთავრებს.“

„ყოველთვის სასიამოვნოა იქ არმისვლა, სადაც გელოდებიან.“

318008_225196957615636_1142027603_n„პუნქტუალობა დროის ქურდია.“

„ზნეობა პოზაა – ჩვენ მას ვიყენებთ იმ ადამიანთა წინააღმდეგ, რომელნიც ჩვენთვის არასასიამოვნონი არიან.“

„მხოლოდ ორი კატეგორიის ხალხი აღმაფრთოვანებს: ისინი, ვინც მართლა ყველაფერი იცის და ისინი, ვინც საერთოდ არაფერი იცის.“

„ცინიკოსი ადამანია, რომელმაც ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ წარმოდგენაც კი არ აქვს მათ ფასეულობაზე.“

„მე ვირჩევ მეგობრებს მათი იღბალით, ნაცნობებს – კარგი ხასიათით, ხოლო მტრებს – მათი ინტელექტით.“

„ყველაზე მეტად ვაგნერის მუსიკა მიყვარს. იგი იმდენად ხმამაღალია, რომ შეგიძლია რამდენ ხანსაც გინდა ილაპარაკო ისე, რომ ერთი სიტყვაც კი ვერავინ გაიგოს შენი ნათქვამიდან.“

„სწორედ ის გრძნობები, რომელთა არსში გარკვევაც ჩვენ ასე გვიჭირს და საკუთარ თავს ხშირად ვიტყუებთ, ბატონობენ ჩვენზე ყველაზე მეტად.“

„ცხოვრებისა და ბედნიერების ჭეშმარიტი საიდუმლო სილამაზის ძიებაშია.“

„ამერიკა არ აღმოუჩენიათ, ის მხოლოდ იპოვეს.“

„ლამაზი ქალები არ არსებობენ, არსებობენ მხოლოდ მახინჯი ქალები და ლამაზად შეღებილი ქალები“

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button