ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bitmain-მა წარადგინა ახალი ტიპის მაინინგ-აღჭურვილობა

კომპანია Bitmain-მა დააანონსა მაინინგისთვის განკუთვნილი ახალი, მოდულური ტიპის აღჭურვილობის გამოშვება, რომელიც ორიენტირებული იქნება კრიპტოვალუტების მოპოვების მსხვილმასშტაბიან ოპერაციებზე.

მოდული AntRack მოიცავს: სერვერულ სადგამს, კომუტატორს, ოთხ სერვერს, მართვის მთავარ პანელსა და თხევადი გაგრილების სისტემას. მოწყობილობის მთავარი კომპონენტებია ჰეშ-ფუნქციის გამომთვლელი დაფა, მართვის პანელი, კვების ბლოკი და ქულერები – შესაძლებელია ყოველი მათგანის „ცხელი შეცვლა“. 

Bitmain-ი ხაზს უსვამს, რომ ამგვარი მოდულური მიდგომა ამცირებს მოწყობილობის შეჩერების დროს. გამარტივებული და გაიაფებულია მომდევნო განახლება – საკმარისი იქნება მოწყობილობაში შეიცვალოს ჰეშ-დაფა ჩიპების ნაკრებით ამჟამინდელი 7-ნანომეტრიანიდან 5-ნანომეტრიანზე და ა.შ. 

მუშაობის დაწყებისას აუცილებელია ჩაირთოს სამფაზიანი კვება, ქსელის სადენი და თხევადი გაგრილების input/output. 

კომპანიამ გაითვალისწინა გადაწყვეტილება მონობლოკი ANTBOX მონაცემთა ცენტრებისთვის, რომელიც შემდგარი იქნება ათი AntRack-ისგან. 

უნდა აღინიშნოს, რომ Bitmain-ის დამფუძნებლების კონფლიქტი კვლავ გრძელდება: კონფერენციაზე, სადაც ახალი მოწყობილობა წარადგინეს, დამფუძნებლებს ერთმანეთისთვის ხელის ჩამორთმევა მოუწევდათ. როგორც აღმოჩნდა, მათ კონფერენციაში მონაწილეობა არ მიიღეს. 

image.png

ხსენებულ სამიტზე კომპანიის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ 5-ნანომეტრიან ჩიპებზე არსებული მოწყობილობა ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაში და უახლოეს დროში არ გამოვა. 

ერთ-ერთი დამფუძნებლის, მიკრი ჩანის ძველი განცხადების თანახმად 5-ნანომეტრიანი მაინერების მიწოდება 2021 წლის იანვარში უნდა დაიწყოს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button