Hi-Techტექნოლოგია

SpaceX-მა დაიწყო თანამგზავრულ ინტერნეტ Starlink-ის ტესტირება თვითმფრინავებში

SpaceX-ის Starlink-ის განყოფილებამ, რომელიც აგებს სატელიტურ ქსელს გლობალური თანამგზავრული ინტერნეტით წვდომის უზრუნველსაყოფად, დაიწყო თავისი ტერმინალების ტესტირება პარტნიორი ავიახაზების რამდენიმე თვითმფრინავზე. ოპერატორი აპირებს ავიახაზებს ინტერნეტი “რაც შეიძლება მალე” მიაწოდოს. 

image.jpeg

წყარო: sjleegraves/pixabay.com 

Starlink ამჟამად მოლაპარაკებებს აწარმოებს რამდენიმე ავიაკომპანიასთან, რათა ფრენის დროს მგზავრები ინტერნეტით უზრუნველყოს. თუ მოლაპარაკებები წარმატებული იქნება, კომპანია გახდება Viasat-ის, Intelsat-ის, Telesat-ისა და მსგავსი სერვისების მომწოდებელი სხვა პროვაიდერების პირდაპირი კონკურენტი. 

Starlink აწარმოებს კვირაში ექვს თანამგზავრს სიეტლის მახლობლად მდებარე ქარხანაში და თანდათან გადადის კოსმოსური ტექნოლოგიების უფრო თანამედროვე ვერსიების წარმოებაზე. ტესტირების შედეგები და მოლაპარაკების ეტაპი მოგვიანებით გახდება ცნობილი.  

როგორც Bloomberg აცხადებს, ბლოგ Space Explored-ში გამოჩნდა ინფორმაცია, რომ SpaceX-ის დამფუძნებელმა ილონ მასკმა შიდა სამუშაო ჩანაწერში დააყენა გაკოტრების შესახებ განაცხადის შესაძლებლობა, თუკი კომპანია ვერ გადაჭრის ძრავ Raptor-ის წარმოებასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რომელიც კომპანიის უახლეს უდიდეს რაკეტა Starship-ის საფუძველს წარმოადგენს. რაკეტა აუცილებელია ორბიტაზე ახალი თაობის Starlink თანამგზავრების გაყვანისთვის. 

Space Exploration Technologies Corp. (ოფიციალურად უწოდებენ SpaceX-ს), მუშაობს 30 ათასზე მეტი თანამგზავრისგან შემდგარი დაჯგუფების შექმნაზე, რათა უზრუნველყოს მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი მთელ მსოფლიოში. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button