ახალი ამბებისმარტფონებიტექნოლოგია

2020 წლის პირველი ნახევრის AnTuTu-რეიტინგი: ყველაზე მძლავრი ჩიპები სმარტფონებისთვის

გასულ კვირას ბენჩმარკ Antutu-ზე გამოქვეყნდა ივლისის ყველაზე მაღალი წარმადობის სმარტფონები ოპერაციული სისტემა Android-ით. ამჯერად კი წარმოდგენილია მიმდინარე წლის პირველი ნახევრის ყველაზე მძლავრი მობილური პროცესორების ჩამონათვალი. 

image.jpeg

უპირობო ლიდერია Qualcomm Snapdragon 865. ეს ჩიპი მოიცავს რვა Kryo 585 ბირთვს ტაქტის სიხშირით – 2.84 გჰც-მდე, ასევე გრაფიკულ ამაჩქარებელს – Adreno 650. უნდა აღინიშნოს, რომ Snapdragon 865 სმარტფონებისთვის განკუთვნილ სხვა მაღალი დონის ჩიპებს აღემატება როგორც გამოთვლილი, ისე გრაფიკუი პროცესორის წარმადობით. 

მეორე ადგილზეა MediaTek-ის ფლაგმანური პროცესორი Dimensity 1000+ ინტეგრირებული 5G მოდემით. მესამე ადგილზეა Qualcomm-ის კიდევ ერთი ჩიპი – გასულ წელს გამოსული Snapdragon 855 Plus. 

image.jpeg

რეიტინგი მეოთხე ადგილიდან მეათემდე: 

  • Huawei HiSilicon Kirin 990 5G; 
  • Qualcomm Snapdragon 855; 
  • Huawei HiSilicon Kirin 990; 
  • MediaTek Dimensity 1000L; 
  • Huawei HiSilicon Kirin 980; 
  • Huawei HiSilicon Kirin 985 5G; 
  • MediaTek Dimensity 820. 

ამრიგად, რეიტინგში შევიდა Qualcomm-ისა და MediaTek-ის სამი პროცესორი, აგრეთვე Huawei HiSilicon-ის ოთხი ჩიპი. მიმდინარე წლის მომდევნო ექვსი თვის რეიტინგში, დიდი ალბათობით, ლიდერი იქნება Snapdragon 865 Plus, რომელიც 3.09 გჰც-მდე სიხშირეზე იმუშავებს. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button