Hi-Techმეცნიერებამსოფლიო

ნაპოვნია მარტივი მეთოდი – როგორ ვაქციოთ პლასტმასის ნარჩენები საწვავად

დედამიწაზე არსებულ გლობალურ პრობლემათაგან ერთ-ერთია პლასტმატის ნარჩენების სიმრავლე. ეკოლოგების გამოთვლით, ნაგავსაყრელებსა და ოკეანეებში ამჟამად დაახლოებით 5 მლრდ ტონა პლასტმასია, რომლებიც ტოქსიკურ ქიმიურ ნივთიერებებს გამოყოფენ, შესაბამისად ბინძურდება ადამიანებისა და ცხოველების საცხოვრებელი გარემო. მეცნიერები ეძებენ ამ პრობლემის მოგვარების საშუალებას: ზოგიერთი მათგანი ქმნის ეკოლოგიურ მასალებს, ზოგი კი ქმნის ტექნოლოგიებს, რათა ნარჩენები საწვავად გარდაქმნას. თავიანთი ახალი მეთოდის შესახებ ცნობებს საზოგადოებას Purdue-ს უნივერსიტეტის ქიმიკოსები უზიარებენ. 

ქიმიკოსთა გუნდმა შეიმუშავა მეთოდი, რომლითაც შესაძლებელია პლასტმასის ნარჩენები გარდაიქმნას ბენზინისა და დიზელის მსგავს საწვავად. ამ ქმნილების ნედლეულს წარმოადგენს პოლიპროპილენი, რომელსაც შეიცავს პლასტმასის სათამაშოები, სამედიცინო და საკვების შესაფუთი მასალები. მკვლევარების იდეა იმაში მდგომარეობს, რომ დაიწვას პროპილენის პოლიმერები და გაიხსნას შემდეგ წყალში. მასალა საბოლოოდ თხევადსა და გაზისმაგვარ მდგომარეობას შორის იმყოფება. 

აღსანიშნავია, რომ აუცილებელია პროცესი წარიმართოს 380-500 გრადუს ცელსიუსზე და 2300-ჯერ მეტი წნევის ზეგავლენით, ვიდრე ზღვის დონეზე. გარდაქმნა ხდება დაახლოებით ერთ საათში – ამ დროში მკვლევარები იღებენ ისეთ სუფთა საწვავს, რომ მისი გამოყენება ავტომობილებსა და სხვა ტექნიკაშია შესაძლებელი. 

image.jpeg

კვლევის ხელმძღვანელის თქმით, პოლიპროპილენი შეადგენს მსოფლიოში არსებული პლასტმასის ნარჩენების დაახლოებით მეოთხედს. ახალი ტექნოლოგიის მეშვეობით შესაძლებელი იქნება პოლიპროპილენის 90%-ის გარდაქმნა სასარგებლო საწვავად. ჯერჯერობით უცნობია როდის იქნება ტექნოლოგია რეალიზებული ფართო მასშტაბით, თუმცა მწარმოებლები იმედოვნებენ, რომ მათი გამოგონება დიდ ინტერესს ჰპოვებს ნარჩენების გადამამუშავებელ ინდუსტრიაში. 

Source
.overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button