ბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

პლატფორმა ShapeShift-მა გამოუშვა საკუთარი ტოკენი FOX და მომხმარებლებს სთავაზობს ყიდვა-გაყიდვას ნულოვანი საკომისიოთი

კრიპტოვალუტების მომენტალური გაცვლის პლატფორმა ShapeShift-მა განაცხადა, რომ გამოუშვა საკუთარი ტოკენი FOX, რომლის წყალობითაც მომხმარებლებს საშუალება ექნებათ განახორციელონ გარიგებები სავაჭრო კომისიების გარეშე. 

ShapeShift-ის შეტყობინების თანახმად, პლატფორმის ყველა მომხმარებელი, ახლებიც და უკვე არსებულნიც, შეძლებენ მიიღონ 100 FOX ტოკენი (ERC-20 სტანდარტის ტოკენი), შეინახონ თავიანთ ბალანსზე და განახორციელონ გარიგებები საკომისიო გადასახადების გარეშე. თითოეული FOX ტოკენი 10 აშშ დოლარად ფასდება უფასო სავაჭრო ბრუნვაში 30 დღის განმავლობაში (ამ დროის გასვლის შემდეგ სტატისტიკა ნულდება) და არ არის დაშვებული მისი გაყიდვა ან დახარჯვა. 

ამრიგად, ShapeShift-ის მომხმარებლები მიიღებენ შესაძლებლობას – განახორციელონ გარიგებები ნულოვანი საკომისიოთი თვეში 1000 აშშ დოლარის ფარგლებში. 

ამავე დროს კომპანია აღნიშნავს, რომ ყველა ოპერაციაში კვლავ  გამოიყენება საკომისიო მაინერებისთვის. 

FOX ტოკენების მისაღებად ShapeShift-ის ექაუნთზე აუცილებელია მიებას მხარდაჭერილი აპარატული საფულეებიდან რომელიმე – KeepKey ან Trezor, ან მცირე ხნის წინ ამოქმედებული სერვისი Portis. 

image.png

„გვჯერა, რომ ტოკენიზებული აქტივები ქმნიან ახალ, მძლავრ მექანიზმს მომხმარებლის სასარგებლოდ. ტოკენი FOX, რომელიც მფლობელებს ანიჭებს უვადო, საკომისიოს გარეშე ვაჭრობის საშუალებას, ამ თეზისის პირველი დემონსტრაციაა ჩვენი მხრიდან“ – განაცხადა ShapeShift-ის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა ერიკ ვორჰისმა. 

კომპანია აგრეთვე აცხადებს, რომ მზადაა უზრუნველყოს ლიკვიდურობის მაღალი დონე და უფრო მეტად მიმზიდველი კურსი. წარმომადგენლების მტკიცებით ზოგჯერ გაცვლითი კურსი 1-2%-ით დაბალია კონკურენტი პლატფორმების მაჩვენებელთან შედარებით. 

დაახლოებით ერთი წლის წინ ShapeShift  საზოგადოების მხრიდან კრიტიკის ქვეშ მოექცა მომხმარებლის ვერიფიკაციის პრობლემის გამო, თებერვალში კი დაანონსდა პლატფორმის მასშტაბური რებრენდინგი. ShapeShift-ის ახალი ვერსია წარდგენილ იქნა აგვისტოში და მოწოდებულია იქცეს კომპლექსურ გადაწყვეტილებად კრიპტოვალუტების კაპიტალის მართვაში. პლატფორმას ორმოცდაათზე მეტი ციფრული აქტივის მხარდაჭერა აქვს. 

პლატფორმაზე ასევე შესაძლებელია კრიპტოვალუტის პირდაპირი შესყიდვა (აშშ-ის მოქალაქეებისთვის), მომხმარებლების პრივატული გასაღებები კი ინახება მათ საკუთარ აპარატულ საფულეებში.  

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button