კინემატოგრაფიაფაქტები

15 საინტერესო ფაქტი მატრიცას შესახებ

1. სახელი Neo გახლავთ ანაგრამა სიტყვა ,,რჩეულის”. (one)

2. ოთახში, სადაც ნეო ორაკულს ელოდება, ტელევიზორში მოსჩანს გიგანტური კურდღელი. ფილმის დასაწყისში ნეო ღებულობს მითითებებს, რომ გაჰყვეს თეთრ კურდღელს, რაც ნიშნავს, რომ სწორ გზაზე დგას. ესეც ცნობილი პარალელი ლუის კეროლის მოთხრობასთან ,,ალისა საოცრებათა ქვეყანაში“.

3. ნეოს როლი თავდაპირველად უილ სმიტს შესთავაზეს, რომელმაც უარი განაცხადა ამ როლზე. დღემდე ნანობს ამ გადაწყვეტილებას.

4. ნეოს როლში აგრეთვე მოიაზრებოდა ჯონი დეპი და ბრედ პიტი. ბრედმა უარი განაცხადა როლზე ხოლო ჯონი დეპს კიანუ რივზი არჩიეს.

5. აგენტი სმიტის როლს ჟან რენოს სთავაზობდნენ, თუმცა მანაც უარი განაცხადა.

6. მორფეუსის როლი თავიდან შონ კონერს შესთავაზეს, თუმცა ამ უკანასკნელმა ვერაფერი გაუგო ფილმის სცენარს და უარი თქვა საბოლოოდ.

7. სახელი მორფეუსი ძალიან ჰგავს ძველი ბერძნული მითოლოგიის ღმერთს მორფეას, რომელიც სიზმრების ქალღმერთად ითვლებოდა. მორფეუსის ხომალდს ფილმში ნაბუქოდონოსორი ჰქვია ბაბილონის მეფის საპატივცემულოდ. გადმოცემის მიხედვით, ეს მეფე ცდილობდა თავისი სიზმრები აეხსნა8, ხომალდზე წარწერა ,,Mark 3.11.” მარკოზის სახარებიდან გახლავთ: ,, 11. და სულები იგი არაწმიდაჲ ხედვიდეს მას და შეუვრდებოდეს, ღაღადებდეს და იტყოდეს: შენ ხარ ძე ღმრთისაჲ“

9. სახელი ტრინიტი აღნიშნავს სამებას, ეს ის ოთახია სადაც ფილმის დასაწყისში იმყოფება.

10. მთავარი გმირები ფილმში იყენებენ ნოკიას ფირმის ტელეფონს. Nokia8110

11. ფილმის პირველ 45 წუთი ნეო ამბობს 80 წინადადებას, საიდანაც 44 კითხვას სვამს.

12. გადაღებების დაწყებამდე მსახიობები 4 თვის განმავლობაში ვარჯიშობდნენ სხვადასხვა საბრძოლო ხელოვნებაში

13. ფილმიდან განზრახ არის მოშორებული ლურჯი ფერი, რათა სამყარო უფრო საშიში და ბნელი გამოჩენილიყო

14. ერთერთ ინტერივუში ვაჩოვსკებმა აღიარეს, რომ ნეოს ადგილზე რომ ყოფილიყვნენ ლურჯ კაფსულას აირჩევდნენ

15. კვენტინ ტარანტიოს ოცეუში, რომელშიც შედის ფილმები 1992 წლიდან მოყოლებული მატრიცა მე-14 ადგილს იკავებს. ტარანტინომ განაცხადო, რომ თავდპირველად ფილმი მე-2 ადგილზე იყო მის რეიტინგში, მაგრამ მე-2 და მე-3 ნაწილების გადაღებით ფილმის დიდებულებაზე, მისი აზრით, ყველა მითი დაიმსხვრა.

Source
http://celsius-233.blogspot.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button