ბუნება & სამყაროგართობასურათები

კოსმოსის ფოტოგრაფიის გამორჩეული სურათები

დედამიწის პირველი ფოტო სრული ხედით. ცნობილი ფოტო “ლურჯი მარმარილო” 1972 წლის 7 დეკემბერს გადაიღეს, როცა Apollo 17-ის გუნდმა დედამიწა დატოვა და მთვარისკენ აიღო გეზი. სწორი პოზიციის შერჩევით მათ მოახერხეს ლურჯი პლანეტის მკაფიო გამოსახულების მიღება.


დედამიწის პირველი ფოტო მთვარიდან. სურათი გადაღებულია კოსმოსური ხომალდიდან “Lunar Orbiter 1”, 1966 წლის 23 აგვისტოს. იმ მომენტში ხომალდს 380,000 კმ აშორებდა ჩვენი პლანეტიდან. სურათზე დედამიწის ნახევაღი ჩანს, სტამბულიდან კეიპტაუნამდე, მეორე ნახევარი კი ღამის წყვდიადშია ჩაძირული.


დედამიწის “ამოსვლის” პირველი ფერადი ფოტო. როცა ხომალდმა Apollo 8-მ დედამიწა დატოვა 1968 წელს, მისი ერთადერთი დანიშნულება იყო გადაეღო მაღალი გამოსახულების სურათები მთვარის ზედაპირიდან. ხომალდმა მთვარის ჰორიზონტიდან დანახული დედამიწაც დააფიქსირა, რომელსაც “დედამიწის ამოსვლა” უწოდეს.


დედამიწა მარსიდან. მარსელის თვალით დანახული დედამიწა ასეთი გახლავთ. ფოტო 2003 წლის 8 მაისს გადაიღეს ნასას გაშვებული ხომალდიდან – Mars Global Surveyor (MGS). 139 მილიონი კმ-ის დისტანციიდან დედამიწის დასავლეთ ნახევარსფერო აღიბეჭდა.


სხვა პლანეტის ზედაპირის პირველი ფოტო. 1975 წლის ივნისიდან ოქტომბრამდე პერიოდში რუსული კოსმოსური ზონდი Венера-9 გახდა პირველი აპარატი, რომელიც დაეშვა ვენერაზე და ფოტოები გადაუღო მას. 2.3 ტონიანი Венера-9 ულტრაიისფერი სინათლით უღებდა პლანეტის ზედაპირს ფოტოებს. სპეციალური პანორამული ფოტომეტრით კი 180 გრადუსიანი სურათების მიღება გახდა შესაძლებელი.


მარსის ზედაპირის პირველი ფოტო. 1976 წლის 20 ივლისს ხომალდმა Viking 1 მარსის ნიადაგს გადაუღო ფოტოები. ფოტოზე ჩანს მტვრით დაფარული ზედაპირი, რომელზეც ხომალდია დამჯდარი. Viking 1-ის სურათებმა მეცნიერებს საშუალება მისცა, წითელი პლანეტის ზედაპირის მანძილები გამოეთვალათ.


მარსის პირველი პანორამული ფოტო. მალევე, როცა ხომალდი Viking 1 დაეშვა მარსის ზედაპირზე 1976 წლის 20 ივლისს, მისმა კამერამ პლანეტის ზედაპირს პანორამული ფოტოები გადაუღო. 300 გრადუსიან სურათზე ჩანს მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ტერიტორია, ასევე 10-20 სმ სიგრძის ქვების ნატეხები.
სურათი დიდ ზომაში


ვენერას პირველი ფერადი ფოტო. მიუხედავად იმისა, რომ ამ პლანეტის ზედაპირი 500 გრადუსამდე ხურდება და ატმოსფერული წნევა თითქმის 100-ჯერ მაღალია დედამიწისაზე, 1982 წლის პირველ მარტს რუსულმა ხომალდმა სახელად “Венера-13” მოახერხა უდაბნოს მსგავსი ფენისთვის ფერადი ფოტოების გადაღება. ამისთვის კი ლურჯი, მწვანე და წითელი ფილტრები გამოიყენა.


პირველი ფოტო ტიტანიდან. სატურნის თანამგზავრის, ტიტანის, ზედაპირის ფოტოები გვიჩვენებს ბრტყელ სივრცეს, რომელზეც გრეიფრუტის ზომის ქვებია მიმოფანტული. მარჯვნივ კი შედარებისთვის დედამიწის თანამგზავრის, მთვარის ფოტოა. ტიტანს ფოტოები 2005 წლის 14 იანვრის მისიისას გადაუღეს, მათი რაოდენობა ჯამში 1100 იყო.


ეგზოპლანეტის პირველი ფოტო. ეს ფოტო ESO-მ (European Southern Observatory) გადაიღო 2004 წელს და მასზე პირველად დაფიქსირდა ეგზოპლანეტა, ანუ პლანეტა, რომელიც არ ეკუთვნის მზის სისტემას. წითელი სფერო მარცხნივ ახალგაზრდა პლანეტაა, შემადგენლობით იუპიტერის მსგავსი, ხოლო თეთრი – ე.წ. ყავისფერი ჯუჯა, პლანეტის დედა-ვარსკვლავი. ის მასით მზეს 42-ჯერ ჩამორჩება. დედამიწიდან ამ ორ ობიექტს 230 სინათლის წელიწადი აშორებთ.


მზის პირველი ფოტო. 1845 წლის 2 აპრილს, იმ პერიოდისთვის ნოვაციური ტექნოლოგიის, დაგეროტიპიისგამოყენებით, ფრაგმა ფიზიკოსებმა ლუის ფიზომ და ლეონ ფუკომ წარმატებულად მოახერხეს მზის აღბეჭდვა ფოტოზე.


ღია კოსმოსის ყველაზე ფართო სურათი. 2003 წლის სექტემბრიდან 2004 წლის იანვრამდე ტელესკოპ ჰაბლით გადაღებულმა ფოტოებმა სამყაროს ბევრი საოცრება დაგვანახა. ეს ფოტო კი იმითაა გამორჩეული, რომ ყველაზე მასშტაბურია – მასზე 10 000 გალაქტიკაა.


ნაკვალევი მთვარეზე. კაცობრიობის დიდი ნახტომის სიმბოლო – კოსმონავტ ბაზ ოლდრინის ფეხის კვალი მთვარეზე. ფოტოს ავტორიც ოლდრინი გახლავთ, საკუთარი ნაკვალევი მან 1969 წელს გადაიღო, ნასას მიერ განხორციელებული “Apollo 11”-ის მისიის დროს.

Source
charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button