ენიგმაუცნაურიუცხოპლანეტელები

‘უცხოპლანეტელის’ გვამი რუსეთში

ციმბირის ყინულოვან უდაბნოებში ფეხით მოსიარულეები წააწყდნენ უცნაური არსების გვამს, რომელიც მათი აზრით, შეიძლება უცხო ცივილიზაციის წარმომადგენელს ეკუთვნოდეს. გვამს პირი ცოტათი გაღებული აქვს, როცა წააწყდნენ, თოვლში ნახევრად იყო ჩაფლული. აღმოჩენის ადგილია ირკუტსკის ტერიტორია.

ეს ადგილი მანამდეც “აქტიური” იყო იმ მხრივ, რომ ბევრი ამტკიცებდა უცხოპლანეტელების ან ამოუცნობი მფრინავის ობიექტების ხილვას. ყოველ წელს აქ ათობით შემთხვევა ფიქსირდებოდა უცხოპლანეტელებთან სავარაუდო კავშირების შესახებ. ერთი თვის წინ რამდენიმე თვითმხილველი ირწმუნებოდა რომ მფრინავი თეფში დაინახა, რომელსაც გეზი დედამიწისკენ ჰქონდა.

აღმოჩენა ვიდეოზე დააფიქსირეს და იუტუბზე ატვირთეს. ის მალევე მოექცა ყურადღების ცენტრში და ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა, დაიპოსტა სხვადასხვა საიტებზე და გაუშვეს ახალი ამბების გადმოცემებში.

ორგანიზმი სიმაღლეში დაახლოებით 60 სმ-ია. მარჯვენა ფეხზე ქსოვილების ნაწილი აკლია, თვალების მაგივრად კი ღრმულები აქვს. UFO-ს გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ ეს არამიწიერი არსება გუნდს ჩამორჩა, ან მისი დატოვება მოუხდათ დედამიწაზე, ხოლო რუსეთის სამხედრო დანაყოფს ის მხედველობიდან გამოეპარა.

ცხადია, რაღაც კატეგორიის ადამიანებს არ სჯერათ ამ ამბის რეალურობის. მათი აზრით, ვიდეო ყალბია და ეს ყველაფერი ინსცენირებაა. თუმცა კი ის ცხადია, რომ ვიდეო საკმაოდ რეალურად გამოიყურება და თუკი ყალბია, მისი გამკეთებლები ახალბედები ნამდვილად არ იქნებიან.

წყარო
charlius.com
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

ასევე იხილეთ

Close
Back to top button
Close
Close