ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Coinbase-ის გენერალური დირექტორის, ბრაიან არმსტრონგის აზრი კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ შენახვის ოთხი „მითის“ შესახებ

ამერიკული ბირჟა Coinbase-ის თანადამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა აღწერა კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ დაცვასთან დაკავშირებული ოთხი ფართოდ გავრცელებული და, მისი აზრით, დამაბნეველი შეხედულება. არმსტრონგის სტატია გამოქვეყნდა 22 თებერვალს The Ledger-ის კრიპტოვალუტებზე ფოკუსირებული რუბრიკების სეგმენტში. 

ცივი საცავები (cold storage) – ეს არის საშუალება – შენახულ იქნას კრიპტოვალუტები და მომხმარებლების პრივატული გასაღებები ავტომატურ რეჟიმში ქურდობისგან დაცვის უზრუნველყოფით. ცხელი საცავები პირიქით – გულისხმობს მოწყობილობაში შენახვას, რომელსაც აქტიური კავშირი აქვს ინტერნეტთან. 

არმსტრონგის პირველი არგუმენტი იმაში მდგომარეობს, რომ ცხელი საცავები მუდამ აუცილებელია მოქნილობისა და სისწრაფის უზრუნველყოფისთვის, რაც გარდაუვალია გარიგებების განსახორციელებლად. იგი აღნიშნავს, რომ ზოგიერთი პლატფორმა მომხმარებლებს over-the-counter (OTC) ვაჭრობის საშუალებას აძლევს, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაბამისი თანხები ავტონომიურ რეჟიმში შენახული რჩება მანამდე, სანამ გარიგება არ დასრულდება. 

როგორც ცნობილია, კომპანია BitGo-სა და Bitcoin (BTC) OTC -ის ერთობლივი სავაჭრო პლატფორმა  Genesis Global Trading  ანალოგიურად აძლევს მომხმარებლებს საშუალებას – ივაჭრონ კრიპტოებით ცივი საცავებიდან თანხის უკან გამოთხოვის გარეშე.  

არმსტრონგის მეორე პუნქტი ეხება proof-of-stake-ზე (PoS) დამყარებულ კრიპტოებს. იგი აღნიშნავს, რომ PoS-ქსელში მონაწილეობა და მონეტების გაყიდვიდან შემოსავლის მიღება არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ ისინი ცხელ საფულეებში უნდა ინახებოდეს. 

გენერალურ დირექტორს მაგალითად მოჰყავს კრიპტო პროექტი Tezos-ი, რომელიც ტოკენების მფლობელებს საშუალებას აძლევს მოახდინონ თავიანთი staked-რესურსების დელეგირება ე.წ. „საცხობში“ (baker), რომელიც თანხის მცირე ნაწილს ცხელ მდგომარეობაში ინახავს მოგების მისაღებად – ამასთან, მომხმარებლების თანხები უსაფრთხოდ რჩება ავტონომიურ რეჟიმში. 

მესამე – არმსტრონგი გამოჰყოფს ურთიერთობებს მათ შორის, ვინც ერთ გასაღებს ფლობს (single-key holders) და იმაში, არის თუ არა საცავი ცხელი ან ცივი. იგი აღნიშნავს, რომ კრიპტოვალუტების უსაფრთხოდ შენახვის გადაწყვეტილებები საჭიროებს რამოდენიმე გასაღებს იმის მიუხედავად, შენახული თანხები იმყოფება თუ არა ავტონომიურ რეჟიმში. ( არმსტრონგი ამბობს, რომ უსაფრთხოების კუთხით გასაღებების რაოდენობა არაა პირდაპირ კავშირში – საცავი ცხელია თუ ცივი, მნიშვნელოვანია ის, რომ მრავალგასაღებიანი გადაწყვეტილება უსაფრთხოა მიუხედავად საცავის ტიპისა). 

და ბოლოს – გენერალური დირექტორი მოიხსენიებს აპარატული უსაფრთხოების მოდულებს და ამტკიცებს, რომ მათ შეუძლიათ მიუახლოვდნენ ცივი საცავის უსფრთხოების დონეს და ეჭვგარეშეა, სასარგებლონი იქნებიან შენახვის არქიტექტურისთვის. თუმცა, მიუხედავად ამისა, ეს მოდულები ვერ გაუტოლდება მას. არმსტრონგი თავის სტატიას ასრულებს ჩანაწერით: 

„ცხელ საცავებთან დაკავშირებით უამრავი დეტალია, რომელიც გჭირდებათ თქვენი თანხების უსაფრთხოდ შენახვისთვის. შესაძლებელია თუ არა ყველა ამ დეტალის გათვალისწინება და ყველაფრის სწორად შესრულება? – დიახ, შესაძლებელია და ჩემთვის მოსახერხებელია ცხელი საცავის გამოყენება გონივრული რაოდენობის თანხისთვის. შემიძლია თუ არა ვთქვა, რომ ამ დეტალებში მთელი ჩემი საქმიანობა ბოლომდე მართებულია? ალბათ, არა“. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button