ახალი ამბებიმეცნიერება

ხელოვნურად რედაქტირებული გენების მქონე ჩინელ CRISPR-ტყუპებს შესაძლოა შემთხვევით გაუუმჯობესეს ინტელექტი

ახალი კვლევები აჩვენებს, რომ გენების რედაქტირების სადავო ექსპერიმენტს, რომელიც მიმართულია ბავშვები HIV-ისგან ხელშეუხებელი გახადოს, აგრეთვე შეუძლია გააუმჯობესოს მათი სწავლისა და მეხსიერების ფორმირების შესაძლებლობა. გასულ წელს ჩინეთში ხელოვნურად შეცვლილი გენების მქონე ტყუპი გოგონების ტვინები დადებითი მხარისკენ შეიცვალა – გაუმჯობესდა კოგნიტური თვისებები და მეხსიერება – თვლიან მეცნიერები. ტყუპები, სახელად ლულუ და ნანა, ხელოვნურად მოდიფიცირებული გენებით გაჩნდნენ. ექსპერიმენტი ჩინელი მეცნიერებისა და CRISPR-ინსტრუმენტის მიერ განხორციელდა. 

image.jpeg

გამოკვლევამ აჩვენა, რომ ცვლილება, რომელიც განიცადა გოგონების დნმ-ებმა – ანუ CCR5 გენის მოშორება – თაგვებზე ჩატარებული ცდების მიხედვით მათ უფრო ჭკვიანებს ხდის, აგრეთვე აუმჯობესებს ადამიანის ტვინის შესაძლებლობებს – მოხდეს აღდგენა ინსულტის შემდეგ.  

„პასუხია – დიახ, ამან გავლენა იქონია მათ ტვინებზე“ – აცხადებს ალჩინო სილვა, კალიფორნიის ლოს-ანჯელესის უნივერსიტეტის ნეირობიოლოგი. მისმა ლაბორატორიამ აღმოაჩინა CCR5 გენის უდიდესი როლი მეხსიერების გაუმჯობესებასა და ტვინის მიერ ახალი კავშირების შექმნის შესაძლებლობაში. 

„უმარტივესი ინტერპრეტაცია იმაში მდგოამრეობს, რომ ეს მუტაცია ტყუპების კოგნიტურ ფუნქციაზე მოქმედებს“ – აცხადებს სილვა. იგი თვლის, რომ შეუძლებელია ზუსტი გავლენის პროგნოზირება და არც ღირს ამის ცდა. 

ჩინეთის სამეცნიერო-ტექნოლოგიური უნივერსიტეტის  მეცნიერების გუნდმა ხე ცზიანკუის ხელმძღვანელობით განაცხადა, რომ გამოიყენეს CRISPR-ტექნოლოგია ადამიანის ემბრიონებში ზემოთხსენებული გენის მოსაშორებლად. HIV-ვირუსს სწორეს ეს CCR5 გენი სჭირდება, რომ შეაღწიოს ადამიანის სისხლის უჯრედებში. 

ჩატარებული ექსპერიმენტი ფართოდ განისჯებოდა, როგორც უპასუხისმგებლო ცდა, პროექტის ხელმძღვანელი  ცზიანკუი კი გისოსებს მიღმა აღმოჩნდა, სანამ მის საქმეს გამოიძიებენ. გენეტიკურად რედაქტირებული პირველი ბავშვების ამბის შემდეგ გაჩნდა მოსაზრებაც, რომ  CRISPR-ტექნოლოგიას ერთხელაც გამოიყენებენ სუპერგონიერი ადამიანების შესაქმნელად. 

ჯერჯერობით არანაირი დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს, რომ ხე ცზიანკუის თავიდანვე განზრახული ჰქონდა ტყუპების ინტელექტზე ზეგავლენის მოხდენა.  

image.jpeg

როგორიც არ უნდა ყოფილიყო მისი მიზნები, ფაქტია, რომ CCR5 გენის მოშორება უმნიშვნელოვანეს როლს თამაშობს ტვინისთვის. დღედღეობით, ზემოთხსენებული სილვა და ამერიკელი და ებრაელი მეცნიერების დიდი ჯგუფი ამტკიცებს, რომ მათ მიიღეს მტკიცებულება: CCR5 გენი ახშობს მოგონებებსა და სინაპტიკურ კავშირებს. 

„ჩვენ პირველებმა განვაცხადეთ CCR5 გენის ფუნქციის შესახებ“- აცხადებს UCLA-ს ბიოლოგი თომას კარმაიკლი. ზოგიერთ კვლევაში, რომლებიც UCLA-მიერ ტარდება, ადამიანებს აძლევენ HIV-საწინააღმდეგო პრეპარატს – Maraviroc-ს, რომელიც ბლოკავს CCR5 გენს. ცდის მიზანია გამოჩნდეს, შეინიშნება თუ არა გაუმჯობესება კოგნიტურ შესაძლებლობებში. 

„შესაძლებელია თუ არა, რომ ოდესმე მომავალში შევძლებთ გავზარდოთ მოსახლეობის ინტელექტის საშუალო კოეფიციენტი? მე არ ვიქნებოდი მეცნიერი, რომ მეპასუხა – არა. თაგვებზე მუშაობა გვიჩვენებს, რომ პასუხი ნათელია – ეს შესაძლებელია. თუმცა თაგვები სხვაა, ადამიანები – სხვა. ჩვენ უბრალოდ არ შეგვიძლია ვთქვათ, როგორი იქნება შედეგები. ჯერ არ ვართ მზად“ – აცხადებს სილვა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button