Hi-Techახალი ამბებირობოტებიტექნოლოგია

Boston Dynamics-ის „ადამიანისმაგვარ“ რობოტს კონკურენტი გამოუჩნდა

Boston Dynamics-ის რობოტს, სახელად Atlas-ს 2017 წელს უკვე შეეძლო სალტოს და პარკურის ელემენტების შესრულება. ამჟამად კი მას გამოუჩნდა კონკურენტი, რომელიც სამომავლოდ იმავე უნარებს შეიძენს – ეს არის რობოტი Digit, რომელიც შექმნა ორეგონის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტარტაპ Agility Robotics-მა. რობოტს ორი ფეხი და ორი ხელი აქვს და შეუძლია ასწიოს 18 კგ-მდე ტვირთი, აგრეთვე ჰაერში დაიჭიროს ნასროლი ნივთები. Boston Dynamics-ის რობოტისგან განსხვავებით, Digit-ს უფრო ფუტურისტული დიზაინი აქვს. მას დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ ამანათების მიწოდების სფეროში. 

რობოტი Digit-ი აწყობილია რობოტ Cassie-ს ბაზაზე, თუმცა იგი უფრო სრულყოფილია, რადგან აქვს ტორსი, ხელები და სხვადასხვა სენსორები, რომლებითაც იგი უკეთ ახდენს ორიენტირებას სივრცეში. ითვლება, რომ მისი გაუმჯობესებული სისტემა მას საშუალებს მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდეს ნივთებით გადატვირთულ ოთახებსა და კიბეებზე. 

image.jpeg

Agility Robotics-ის ტექნიკური დირექტორის, ჯონათან ჰერსტის თქმით, მათ რობოტ Digit-თან დაკავშირებით დიდი გეგმები აქვთ. მომავალში, რამოდენიმე განახლების შემდეგ, იგი შეძლებს მოახდინოს მოქნილი მოძრაობების დემონსტირება Boston Dynamics-ის რობოტების  მსგავსად. ახალი ჰუმანოიდი ასევე გამოყენებადი იქნება გასართობ სფეროში და ამანათების მიწოდების საკითხში. მაგალითად, იგი შეძლებს რესტორნიდან საკვების მიწოდებას შემკვეთთან, რის შედეგადაც შემცირდება მოთხოვნა ცოცხალ კურიერებზე. 

„რობოტი შეძლებს ადამიანების ცხოვრების სტილზე ისეთივე დიდი გავლენის მოხდენას, როგორც ავტომობილებმა მოახერხეს. მისი მეშვეობით სრულიად შეიცვლება შეკვეთების მიწოდების მეთოდი, აგრეთვე გავლენას მოახდენს საქალაქო დაგეგმარებაზე“ –  ჯონათან ჰერსტი, Agility Robotics. 

რობოტი Digit-ი შემუშავებულია ფართო აუდიტორიისთვის, ასე რომ მის ყიდვას ნებისმიერი მსურველი შეძლებს. ფასის შესახებ ინფორმაცია გახმაურდება მიმდინარე წლის შუა პერიოდში, მიწოდება კი დაიწყება 2020 წლის პირველი კვარტლიდან. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button