Hi-Techახალი ამბებიკოსმოსი

ასტეროიდების განადგურება იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა

ფილმების პოპულარული თემა – პლანეტას ასტეროიდი უახლოვდება, რომელიც განადგურებით ემუქრება ყველაფერს. სუპერგმირების გუნდი კი კოსმოსში მიემართება, რომ იგი გაანადგურონ. თუმცა მოახლოებული ასტეროიდების დაშლა იმაზე რთული საქმეა, ვიდრე აქამდე ითვლებოდა – აჩვენებს ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის კვლევები. მეცნიერებმა მოახდინეს ასტეროიდთან შეჯახების მოდელირება და მიღებული შედეგები გამოაქვეყნეს.

კვლევის შედეგები დაეხმარება საწინააღმდეგო მოქმედების სტრატეგიის შემუშავებას და ასტეროიდების თავიდან არიდებას. მისი წყალობით გამჯობესდება მზის სისტემის ფორმირების ახსნა და ხელს შეუწყობს საჭირო რესურსების წარმოების პროცესს.

როგორ უნდა განადგურდეს ასტეროიდი?

„ძველად ჩვენ ვთვლიდით, რომ რაც უფრო დიდია ობიექტი, მით უფრო ადვილი იქნება მისი დანგრევა, რადგანაც მსხვილ ობიექტებს უფრო დიდი ალბათობით აქვთ სუსტი წერტილები. თუმცა ჩვენ მიერ მიღებული შედეგები გვიჩვენებს, რომ ასტეროიდები იმაზე უფრო მყარია, ვიდრე გვეგონა და მათი სრულად განადგურებისთვის უზარმაზარი ენერგიაა საჭირო“ – აცხადებს კვლევის ავტორი.

მეცნიერები იკვლევენ მასალების ფიზიკას ლაბორატორიულ პირობებში, შეისწავლიან ადამიანის მუშტის ზომის ობიექტებს, თუმცა ძნელია ამ კვლევებით მიღებული ცოდნა ქალაქის ზომის ობიექტზე გავრცელდეს. 2000-იანი წლების დასაწყისში მეცნიერებმა შექმნეს კომპიუტერული მოდელი, რომელშიც შესაძლებელი იყო სხვადასხვა ფაქტორების შეყვანა – როგორებიცაა მასა, ტემპერატურა და მასალის სიმტკიცის დონე. შემდეგ კი ხდებოდა მოდელირება, თუ როგორ ეცემა დაახლოებით კილომეტრის დიამეტრის მქონე ასტეროიდი 25 კილომეტრიან სამიზნე ასტეროიდს 5 კმ/წმ სიჩქარით. გამოთვლის შედეგად გამოდიოდა, რომ სამიზნე ასტეროიდი დაცემის შედეგად სრულიად განადგურდებოდა.

ახალი კვლევებისას ზემოთხსენებული უნივერსიტეტის მეცნიერებმა განახორციელეს ცდა იმავე სცენარის მიხედვით ახალი კომპიუტერული მოდელის მეშვეობით, რომელშიც უფრო დეტალურადაა გათვალისწინებულია ის პროცესები, რომლებიც შეჯახებისას ხდება.

„გვქონდა კითხვა: რა ენერგიაა საჭირო, რომ ასტეროიდი მცირე ნაწილებად დაიშალოს“ – ამბობს კვლევის ავტორი.

მოდელირება გაყოფილი იყო ორ ფაზად: ფრაგმენტაციის მოკლევადიანი ფაზა და გრავიტაციული რეაკუმულაციის გრძელვადიანი ფაზა. პირველ ფაზაში განხილული იყო ის პროცესები, რომლებიც იწყება ასტეროიდზე მიზნის მოხვედისას. მეორე ფაზაში კი გათვალისწინებული იყო გრავიტაცის გავლენა იმ ნაწილებზე, რომლებიც ასტეროიდიდან გამოიტყორცნება დარტყმის შემდეგ. შეჯახებიდან რამოდენიმე საათში ხდება გრავიტაციული რეაკუმულაცია.

პირველ ფაზაში ასტეროიდის დაზიანებისას მასზე მილიონობით ბზარი გაჩნდა, ასტეროიდის ნაწილი დადნა, დარტყმის ადგილას გაჩნდა კრატერი. აღმოჩნდა, რომ ასტეროიდი არ დაიმსხვრა დარტყმისგან, როგორც ადრე მიიჩნეოდა. უფრო მეტიც – არათუ განადგურდა, მეორე ფაზაში იგი უფრო ძლიერი გახდა: დაზიანებული ნაწილები განლაგდნენ ახალი, დიდი ბირთვის ირგვლივ.

„მცირე ზომის ასტეროიდები საკმაოდ ხშირად ეცემა დედამიწას. მხოლოდ დროის საკითხია, როდის გადაინაცვლებს თემა სერიოზული საფრთხისკენ. ჩვენ ზუსტი წარმოდგენა უნდა გვქონდეს რა გავაკეთოთ, როდესაც ამის დრო დადგება – დაგვჭირდება სამეცნიერო ძალისხმევა, რომელსაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება გადაწყვეტილების მიღებისთვის“.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button