Hi-Techმეცნიერებარობოტებიტექნოლოგია

რობოტი, რომელიც რთულად განირჩევა ცოცხალი მწერისგან

2014 წელს ფრანგმა მეცნიერმა ედვინ ვან რიუმბეკემ შექმნა უცნაური რობოტი  Bionic Bird – ეს არის ჩიტი-რობოტი, რომელიც დაფრინავს და რეალისტურად ამოძრავებს ფრთებს. ხუთი წლის შემდეგ მან წარადგინა ახალი ქმნილება – პატარა პეპელა MetaFly, რომლის შორიდან ცოცხალი არსებისგან გარჩევა საკმაოდ რთულია. მექნიკური მწერი პულტით იმართება და მისი მართვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია – რობოტი გასაყიდად ხელმისაწვდომი იქნება. 

რობოტის კონსტრუქცია 19 სანტიმეტრის სიგრძისაა და 10 გრამს იწონის. მსუბუქი და მოქნილი ფრები მოქმედებაში მოჰყავს ალუმინის რადიატორის მქონე ძრავს, რომელიც იკვებება ლითიუმ-იონური ბატარეით. 15 წუთიანი დამუხტვა საკმარისია 8-წუთიანი ფრენისთვის, სურვილის შემთხვევაში კი შესაძლებელია რობოტი აღიჭურვოს 1500 მილიამპერი/სთ მოცულობის კვების ბლოკით, რითიც უზრუნველყოფილი იქნება  20-წუთიანი მუშაობა. ამ პატარა რობოტის ფრენის სიჩქარე საკმაოდ შთამბეჭდავია – იგი საათში 12 კილომეტრს ფარავს. 

image.jpeg

ფრენის მართვისთვის გამოიყენება დისტანციური მართვის პულტი, რომლის მოქმედების რადიუსი 100 მეტრს შეადგენს. მოწყობილობის მანევრირება ხორციელდება მისი კუდის დახრილობის შესაბამისი ცვლილებებით. ელექტრონული პეპლის ფრთები და სხვა ელემენტები შექმნილია მაქსიმალურად მოქნილი და მსუბუქი მასალებისგან, ესენია: ნახშიბადის ბოჭკო, ჰიდროკრისტალური პოლიმერი და ორიენტირებული პოლიპროპილენის მემბრანა. 

image.jpeg

ამ დროისთვის MetaFly-ს შემქმნელი ფულს აგროვებს წარმოებისთვის პლატფორმა Kickstarter-ზე. მოსალოდნელია, რომ რობოტის ფასი 146 დოლარი იქნება. 

წყარო
overclockers.ge

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button