Hi-Techახალი ამბებიმეცნიერება

„ხელოვნური მზის“ შენებას ჩინეთი მიმდინარე წელსვე დაასრულებს

ჩინეთის ქალაქ Hefei-ში 2006 წლიდან მიმდინარეობს მუშაობა “ხელოვნურ მზეზე“ ბირთვული სინთეზის იმიტაციისთვის, რომლის დახმარებითაც ნამდვილი მზე ახდენს ენერგიის გენერირებას. იმისათვის, რომ მიიღონ ალტერნატიული და უსაზღვრო ენერგიის წყარო, მეცნიერები რეკორდულ ტემპერატურამდე აცხელებენ პლაზმას სპეციალურ კამერაში. ნოემბერში მკვლევარებმა შეძლეს პლაზმა გაეცხელებინათ 100 მლნ გრადუს ცელსიუსამდე, ამჯერად კი უკვე ცნობილი გახდა, რომ ჩინური „მზე“ საბოლოოდ მზად იქნება მიმდინარე წელს.

ზემოთხსენებული სპეციალური კამერა, სახელად EAST – ეს არის ექსპერიმენტალური მოწყობილობა HT-7-ის მოდიფიცირებული ვერსია, რომელიც შორეულ 1994 წელს გამოიცადა. ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის წარმომადგენლის თქმით, სულ მალე მოწყობილობა შეძლებს მიაღწიოს იონურ ტემპერატურას და მისი მშენებლობა დასრულებულად ჩაითვლება. ამის შემდეგ კაცობრიობა ერთ დიდ ნაბიჯს გადადგამს შეუზღუდავი სუფთა ენერგიის წყაროზე გადასვლისკენ.

„ხელოვნური მზის“ პლაზმა 7-ჯერ უფრო ცხელი იქნება ნამდვილ ვარსკვლავთან შედარებით. თუკი ეს მიზანი ნამდვილად მიიღწევა, ახალი მოწყობილობა გახდება საიმედო შაბლონი თერმობირთვული რეაქტორების შესაქმნელად, რომლებიც ჩვენს პლანეტას უზრუნველყოფენ ალტერნატიული ენერგიით. ჩინეთი ყველაფრისთვის მზადაა მიზნის მისაღწევად, ამიტომაც თვალს ხუჭავს იმ ფაქტზე, რომ სპეციალური კამერის მოქმედება და მხარდაჭერა დღეში 15 ათასი დოლარი ჯდება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button