ახალი ამბებიკარგი ამბებიმსოფლიო

ნორვეგია ამუშავებს პლასტმასის ბოთლების 97%-ს. მეთოდის მხარდამჭერი სტრატეგია შთამბეჭდავია

ნორვეგია პლასტმასის ნარჩენების გადამუშავების მასშტაბით ყველა ქვეყანას აღემატება. აშშ-ში პლასტმასის ხელმეორედ გამოყენების დონე 30%-ს აღწევს, ჩრდილოეთ ევროპის ქვეყნებში ეს მაჩვენებელი 97%-ია, თანაც გარემოში ნარჩენების მხოლოდ 1% ხვდება. კონკრეტულად ნორვეგიის შემთხვევაში ამგვარი შედეგის მიღწევა შესაძლებელი გახდა კომპანია Infinitum-ის ძალისხმევით, რომელმაც შესანიშნავი სტრატეგია შეიმუშავა ხალხის წასახალისებლად – მიიტანონ ბოთლები გადამუშავებისთვის.

ის, რომ გადამუშავების მეთოდი არაპოპულარულია, ამის მიზეზი გახლავთ შემდეგი: მწარმოებლებისთვის უფრო მომგებიანია ახალი პლასტმასის შექმნა, ვიდრე ფულის ხარჯვა მეორადი გამოყენების ნედლეულის შესაქმნელად. ამიტომ კომპანია Infinitum-მა გააკეთა ისე, რომ მომხმარებლებსაც და მწარმოებლებსაც გასჩენოდათ სტიმული – ჩაებარებინათ და გადაემუშავებინათ პლასტმასის ნარჩენები.

ქვეყნის მასშტაბით მასიურად მოხდა ფასების აწევა იმ პროდუქტებზე, რომლებიც პლასტმასის შეფუთვებში იყიდება – ისინი 13-30 ცენტით გაძვირდა. მომხმარებლებს კი აქვთ საშუალება – ეს მომატებული თანხა უკან დაიბრუნონ, თუკი პლასტმასის შეფუთვის შტრიხ-კოდს დაასკანერებენ და შეფუთვას სპეციალურ შემგროვებელ აპარატში ჩააგდებენ. ბოთლების ჩაბარება შესაძლებელია მაღაზიებსა და ბენზინგასამართ სადგურებზეც, შედეგად კი მომხმარებლები ფასდაკლებას იღებენ სხვადასხვა პროდუქტზე. დაწესებულება, რომელიც ნარჩენებს იბარებს, იღებს მცირე შემოსავალს თითოეული მიღებული ბოთლიდან – ზოგიერთი დაწესებულების მფლობელი აცხადებს, რომ ამ სტრატეგიამ მათი ბიზნესი ახალ დონეზე აიყვანა.

ამგვარი სტრატეგიით უკვე დაინტერესდა რამოდენიმე ქვეყანა, მაგალითად შოტლანდია, ინდოეთი, ჩინეთი და ავსტრალია. მსგავსი სისტემა უკვე მოქმედებს გერმანიაში, ფინეთსა და ლიტვაში და ამ ქვეყნების დონე ნარჩენების გადამუშავებაში ბევრად მაღალია სხვა ქვეყნებთან შედარებით.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button