ახალი ამბებიმეცნიერება

მეცნიერები მოუწოდებენ დნმ-ის რედაქტირების მორატორიუმისკენ

მსოფლიოს წამყვან მეცნიერთა ჯგუფს სურს ჩატარდეს მორატორიუმი დნმ-ის რედაქტირებით გენეტიკურად მოდიფიცირებული ბავშვების შექმნასთან დაკავშირებით. მათი აზრით, ამ სფეროში ყველა ექსპერიმენტი უნდა კონტროლდებოდეს მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაციის (World Health Organization: WHO) მიერ შექმნილი სპეციალური ორგანოთი.

ამ სფეროში მიმდინარე აქტიურობის პარალელურად ექსპერტებს სურთ, რომ ქვეყნებმა თავიანთი გეგმები დაარეგისტრირონ და მათ შესახებ კოლეგებს აცნობონ. მათი აზრით, კვლევების რეგისტრირება უნდა მოხდეს საერთაშორისო ორგანოში, რომლის ხელმძღვანელიც იქნება მსოფლიოს ჯანდაცვის ორგანიზაცია.

„ჩვენ გვსურს ვიხილოთ გონივრული და ღია გადაწყვეტილებები“ – აღნიშნავს ამერიკელი მათემატიკოსი და გენეტიკის სპეციალისტი, MIT-ის ბიოლოგიის პროფესორი, აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო აკადემიის წევრი ერიკ ლენდერი. – „გვინდა დავრწმუნდეთ, რომ არც ერთი ქვეყანა არაფერს აკეთებს საიდუმლოდ და მთელი მსოფლიოს მეცნიერები ამ სფეროში თავიანთ გეგმებს საჯაროდ განიხილავენ“.

ლენდერს სხვა 16 ექსპერტთან ერთად სურს ჩატარდეს მორატორიუმი. ემანუელ შარპენტიემ და ფენ ჩჟანმა, რომელთაც მონაწილეობა აქვთ მიღებული გენების რედაქტირების ინსტრუმენტის – CRISP-ის შემუშავებაში, თავიანთი წვლილი შეიტანეს სტატიის დაწერაში.

ამგვარი მოთხოვნა გაჩნდა ოთხი თვის შემდეგ იმის მერე, რაც ჩინელმა მკვლევარმა ხე ცზიანკუიმ განაცხადა გენმოდიფიცირებული ტყუპების, ლულუს და ნანას გაჩენის შესახებ: მათი დნმ გადაიწერა და შეიცვალა იმ მიზნით, რომ ტყუპები შიდსის ვირუსისგან ხელშეუხებელნი ყოფილიყვნენ. ცზიანკუი მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტიდან გაათავისუფლეს. იგი ასევე მოხვდა მწვავე კრიტიკის ქვეშ „უგუნური და არაეთიკური“ ექსპერიმენტის განხორციელების გამო.

გენების რედაქტირების ინსტრუმენტები, მათ შორის CRISP-იც, მეცნიერებს საშუალებას აძლევს ცვლილებები შეიტანონ დნმ-ში. უამრავი მკვლევარი მიიჩნევს, რომ ამ მეთოდმა შესაძლოა რევოლუცია მოახდინოს ისეთ დაავადებებთან ბრძოლაში, როგორიცაა კუნთების დისტროფია და მუკოვისციდოზი (მემკვიდრული დაავადება, რომელიც ხასიათდება პანკრეასის, ნაწლავების ჯირკვლების და სასუნთქი გზების კისტოზური გადაგვარებით. ამის მიზეზია მათი გამომყვანი სადინრების დახშობა ბლანტი სეკრეტით. ვლინდება ქრონიკული პნევმონიით, საჭმლის მონელების დარღვევით. დაავადების დამემკვიდრება ხდება აუტოსომურ-რეცესიული ტიპით. – http://www.nplg.gov.ge).

ასეთივე მიდგომა პოტენციურად შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ემბრიონის გენეტიკური დეფექტების გამოსწორებისთვის – პროცესი, რომელსაც ეწოდება „მზარდი ხაზის რედაქტირება“, თუმცა სავარაუდოდ, ეს იშვიათ შემთხვევაში გამოიღებს სასურველ შედეგს.

მორატორიუმისკენ მოწოდებამ მხარდაჭერა მიიღო აშშ-ის ჯანდაცვის ეროვნული ინსტიტუტის მხრიდან. – „ჩვენ უნდა გავაკეთოთ რაც შეიძლება მკაფიო განცხადება იმის თაობაზე, რომ ეს არის ის გზა, რომლის გასავლელად ჯერ მზად არ ვართ“ – განაცხადა ინსტიტუტის დირექტორმა ფრენსის კოლინზმა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button