ახალი ამბებიინტერნეტი / სოც მედიახელოვნური ინტელექტი

ხელოვნური ინტელექტი, რომელიც გაცნობის ვებ-გვერდებსა და აპლიკაციებში თაღლითებს გამოავლენს

თაღლითებს, რომლებიც გაცნობის ვებ-გვერდებს მომხმარებლების მოსატყუებლად იყენებენ, გამოავლენს ხელოვნური ინტელექტის სპეციალური სახეობა, რომელზეც ერთობლივად მუშაობენ ბრიტანელი, ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერები. ნეირონული ქსელი აანალიზებს რეალურ პროფილებს, შეტყობინებებსა და გამოსახულებებს, რათა უკეთ განსაზღვროს თაღლითების პროფილების გაფორმების ტიპური სქემები.

ანალიზის ნიმუშში, რომელსაც ხელოვნური ინტელექტი იკვლევს, შედის ასაკი, სქესი და ეთნიკური მიკუთვნებულობა, აგრეთვე აღწერის ტექსტი. მკვლევარების შეტყობინებით, წინასწარ ტესტებში სისტემამ დაამტკიცა სიზუსტე თაღლითების აღმოჩენისას 93 % შემთხვევაში.

მეცნიერების თქმით, მათ ამგვარ სისტემაზე მუშაობა მას შემდეგ დაიწყეს, რაც დიდი ბრიტანეთის პოლიციის სტატისტიკა გამოქვეყნდა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ 2018 წელს ბრიტანელებმა ჯამში დაახლოებით 50 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაკარგეს სწორედ აპლიკაციებში მოქმედი თაღლითების ძალისხმევით. მსხვერპლის 63%-ს მდედრობითი სქესის წარმომადგენლები შეადგენენ.

ბრიტანელი, ამერიკელი და ავსტრალიელი მეცნიერების ერთობლივი ძალისხმევის შედეგად დაიწყო მუშაობა სისტემაზე და გაირკვა, რომ ყალბი პროფილების შემქმნელების უმეტესობა მამაკაცია (60%), მათი საშუალო ასაკი კი 50 წელს შეადგენს.

მკვლევარების თქმით, თაღლითების პროფილებზე ყველაზე ხშირად გამოყენებული იყო ემოციური გამომეტყველებების ამსახველი და გრძნობების აღმძრავი ფოტოები, აგრეთვე სიტყვები – „მზრუნველი, ვნებიანი, მოსიყვარულე“.

სისტემამ სწავლება გაიარა თითქმის 15 ათასი ანკეტის საფუძველზე, რომლებიც განთავსებული იყო გაცნობის უფასო ვებ-გვერდზე – ‘N More. საბოლოო ჯამში მეცნიერთა გუნდი იმედოვნებს, რომ შექმნიან ადრეული გაფრთხილების ისეთ სისტემას, რომელიც შეძლებს კომუნიკაციის საწყის ეტაპზევე გამოავლინოს მატყუარა.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button