სიზმრის ახსნა

რას ნიშნავს სიზმარში აპოკალიფსის ნახვა?

სამყაროს საბოლოო განადგურება – ეს არის თემა, რომელიც მსოფლიოს მრავალი კულტურისა და რელიგიის განხილვის საგანია. ზოგიერთ მათგანში, მის უკან დგას მსოფლიო წესრიგის რეორგანიზაცია და განახლება, რომელიც გულისხმობს გარკვეული ადამიანების ჯგუფის აღზევებას და მმართველობაში მოსვლას. სხვა რწმენით, ამის შემდეგ მოხდება რჩეულთა გამოვლენა და დედამიწაზე სტრუქტურირებული სამოთხე გაჩნდება. ადამიანები სამყაროს დასასრულის ნახვასთან დაკავშირებულ სიზმარს ცუდად აღიქვამენ, თუმცა მას სხვადასხვა ახსნა შეიძლება ჰქონდეს. ზუსტი სურათი დამოკიდებულია სამყაროს იდივიდუალურ ხედვაზე – და მაინც, საერთო შეხედულება ერთ აზრამდე მიდის, რომ სამყაროს დღეები დათვლილია. ამ სიზმრის ახსნისთვის სხვადასხვა მიდგომების გამონახვა შეიძლება, რაც დამოკიდებულია ადამიანის პიროვნებაზე, მის კულტურულ, რელიგიურ და სხვა ცხოვრებისეულ შეხედულებებზე. იმის განცდა, რომ თქვენი ცხოვრება კონტროლს აღარ ექვემდებარება, შესაძლოა გახდეს მსგავსი სიზმრების ნახვის საბაბი. მიზეზთა შორის შეიძლება ასევე იყოს ჰორმონების აქტივობა, საყვარელი ადამიანის დაკარგვა, განსაკუთრებით რომელმე მშობლის, განქორწინება ან სხვა მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული მოვლენა. სამყაროს დასასრული – ეს ერთგვარი დაცვითი მექანიზმია, რომელსაც მიმართავს ჩვენი ქვეცნობიერი იმისათვის, რომ სხვადასხვა გარემოებებით გამოწვეულ სრულიად დაცლილ და პრობლემურ მდგომარეობას აარიდოს თავი. ასეთ სიზმრებში, ადამიანი ხშირად საკუთარ თავს ხედავს უცნობების გარემოცვაში. ეს იმას ასახავს, რომ ახლობელი ადამიანები მისი ცხოვრებიდან წავიდნენ. კულტუროლოგიურად, სამყაროს დასასრულზე სიზმრები განპირობებულია საყოველთაო შიშით ჩვენი პლანეტისა და კაცობრიობის ამადგრადობის შესახებ. ეს არის შიში ზოგადად იმის მიმართ, რაც არ გინდათ რომ მოხდეს. ასეთი სიზმრები დამახასიათებელია უიმედობისა და გაურკვევლობის პერიოდში. ზოგს ასეთი სიზმრები საუკუნის ბოლოს ესიზმრება, ზოგს მიაჩნია დედამიწის და გარემოს კატასტროფული მდგომარეობის ან შესაძლო კოსმიური კოლიზიების ნიშნად. სხვები თვლიან, რომ ეს ეკონომიკური არასტაბილურობის მიმანიშნებელია. ზოგადად, გამოუვალ მდგომარეობაში ყოფნის განცდა და უიმედობა იწვევს მსგავს სიზმრებს. როცა მსგავს სიზმარს ნახავთ, უპასუხეთ შემდეგ შეკითხვებს: როგორ დგება სამყაროს დასარული და ვინ არის ამაში დამნაშავე? ეს სიზმარი შეიძლება იყოს მინიშნება მოსალოდნელ საფრთხეზე ან მოწოდება მეტი აქტივობის გამოჩენაზე კონკრეტულ საქმეში, ასევე საკუთარ შიშებზე დაფიქრების ნიშანი. სამყაროს დასასრულის სიზმრის ასახსნელად ძლიერ მხარეს წარმოადგეს რელიგური ან სულიერი ახსნა – როგორც წესი, ადამიანს ესიზმრება, რომ მისი რწმენა იწვევს ნგრევას, ან პირიქით, წინააღმდეგობაში მოდის მასთან. მისტიცზმის მიმდევრებისთვის ეს ნიშანია იმისა, რომ ისინი ეწინააღმდეგებიან ნგრევას თანხვედრი ძალით. მსგავს სიზმრებს ადამიანი ნახულობს მაშინ, როცა ეჩვენება, რომ მთელი სამყარო მის წინაღმდეგ მოქმედებს და რაიმე მსგავსი მასშტაბის სხვა ძალასთან გაერთიანება შეაძლებინებს გზის გაკვლევას და მიწიერ უბედურებებთან გამკლავებას.

Source
https://feedc.com/user/astrogeorgia

Related Articles

One Comment

კომენტარის დამატება

Back to top button