ახალი ამბებიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Bloomberg: ინდიკატორები გვიჩვენებს, რომ Bitcoin-ის ფასი შესაძლოა შემცირდეს

Bloomberg-ის ანგარიშის მიხედვით, ფასის ცვლილების მთავარი ინდიკატორები მიუთითებს, რომ Bitcoin-ის ღირებულება შესაძლოა კვლავ ქვედა მიმართულებით წავიდეს.  

ანგარიშში მოცემულია: „ტექნიკური ინდიკატორები, რომლებიც ასახავს Bitcoin-ზე მომხმარებლების მხრიდან გრძელვადიან მოთხოვნას, უარესდება“ და ამგვარად მსყიდველობითი  წნეხი შესაძლოა გაიზარდოს. Bloomberg-ი აღნიშნავს, რომ თებერვლის შუა პერიოდში ცვლადი შუალედის კონვერგენციის  ინდიკატორი (Moving Average Convergence Divergence – MACD) დაღმავალი მიმართულებით მოძრაობდა. 

MACD – ეს არის ტრენდის თანამდევი ინდიკატორი, რომელიც გვიჩვენებს ფასიანი ქაღალდის ფასის  ორ მოძრავ შუალედს  (Moving Average) შორის ურთიერთკავშირს (ორი სხვადასხვა ხანგრძლივობის MA-ს დაახლოება/დაშორების ინდიკატორი). 

Bitcoin-მა გასული რამოდენიმე კვირის განმავლობაში რამოდენიმეჯერ დააფიქსირა 4 ათასდოლარიანი მაჩვენებელი, თუმცა ამ დრომდე ვერ შეძლო ამ ნიშნულის გადალახვა დროის მნიშვნელოვანი პერიოდის მანძილზე. Bloomberg-ი აცხადებს, რომ სანამ Bitcoin-ი არ შეძლებს ამ დონის გარღვევას, იგი დიდი ალბათობით აღმოჩნდება გაყიდვების ზეწოლის ქვეშ. Bloomberg-ის ანალიტიკოსმა Mike McGlone-მა განაცხადა: 

“მთელი ინდუსტრია მზადაა დაბრუნდეს ფასების შემცირების გზაზე, პირობები ახლოს არის 2018 წლის ნოემბრის კოლაფსის დაწყებამდე არსებულ ვითარებასთან. ხდება ფასების კონსოლიდაცია არასტაბილურობის ვიწრო დიაპაზონებში, ამასთან, დათვურ ბაზარზე გააქტიურების ძალისხმევები მოახლოებული ჩანს“.  

სხვა ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ინვესტორები უარს იტყვიან Bitcoin-ზე, რათა თავიანთი თანხები Altcoin-ებში გადაიტანონ. Etoro-ს უფროსი ანალიტიკოსი Mati Greenspan აცხადებს: 

„ამჟამად ინვესტორები დიდ პოტენციალს ხედავენ ზოგიერთ წვრილ ტოკენში. რამდენადაც კრიპტო ზამთრის კულმინაციას ვუახლოვდებით, ვხედავთ, რომ ზოგიერთი Altcoin-ი შთამბეჭდავ შედეგებს აფიქსირებს ბოლო რამოდენიმე კვირის განმავლობაში. ახლა ჩვენ ვიმყოფებით იმ ვითარებაში, რასაც კრიპტო ინსაიდერები ალტ-სეზონს უწოდებენ“. 

სტატიის წერის მომენტში TradingView-ს მონაცემები გვიჩვენებს, რომ Bitcoin-ის MACD იმყოფება 44,3 მაჩვენებლიან დონეზე, რაც მიუთითებს რეკომენდაციაზე – „გაყიდვა“. CoinMarketCap-ის მონაცემებით ამჟამად Bitcoin-ი 3910,57 დოლარად იყიდება.  

image.png
წყარო
overclockers.ge
ჭდეები

მსგავსი ჩანაწერები

Leave a Reply

Back to top button
Close
Close