Hi-Techახალი ამბებიბიზნესი

ახალი ტიპის საბანკო ბარათი ინტეგრირებული დაქტილოსკოპიური სკანერით

ნიდერლანდურმა კომპანია Gemalto-მ გამოუშვა სადებეტო ბარათი, რომელზეც ინტეგრირებულია თითის ანაბეჭდის სკანერი – წერს The Verge.

Gemalto-ს საბანკო ბარათი საშუალებას იძლევა განხორციელდეს უკონტაქტო NFC-გადახდები ისე, რომ საჭირო არ იქნება PIN-კოდის შეყვანა. ამავე დროს ბარათი დაცული იქნება თაღლითური ქმედებებისგან. ბიომეტრიული მონაცემები შენახული იქნება მხოლოდ ბარათზე, ამიტომ ბოროტმოქმედები ვერ შეძლებენ მოიპარონ ეს ინფორმაცია ბანკის მონაცემთა ბაზიდან.

2019 წლის აპრილიდან ბრიტანული ბანკი Natwest-ი გამოუშვებს Gemalto-ს 200 სატესტო ბარათს თავისი მომხმარებლებისთვის. დიდ ბრიტანეთში ახლახანს შეიქმნა კანონი, რომლის თანახმადაც 30 ფუნტ სტერლინგზე მეტი ღირებულების შენაძენისას მომხმარებლები ვალდებულნი არიან შეიყვანონ პაროლი თვით უკონტაქტო გადახდების დროსაც კი. ეს მეთოდი არ იქნება გამოყენებული ბიომეტრიული მონაცემების ამოცნობის შემთხვევაში.

ბიომეტრიული აუთენტიფიკაცია მობილური NFC-გადახდების სტანდარტული კომპონენტი გახდა. Gemalto-მ ბიომეტრიული ტექნოლოგიის გამოცდა 2017 წელს ჩაატარა სამხრეთ აფრიკაში, გასულ წელს კი – იტალიურ ბანკ Intesa Sanpaolo-ში. თუმცა, საჭიროა, რომ ბარათის მფლობელებმა საბანკო დაწესებულებას მიაკითხონ და არ იმოქმედონ სახლიდან ისე, როგორც მობილური საგადახდო სერვისების შემთხვევაში (მაგ. Apple Play, Google Play) შეუძლიათ.

ამგვარი მოუხერხებლობისა და ცალკეული ბარათის თან ტარების საჭიროება ბადებს კითხვას – რისთვისაა ბიომეტრიული ბარათები აუცილებელი მაშინ, როდესაც მობილური გადახდების ფუნქციები უამრავ თანამედროვე სმარტფონშია მოცემული. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ საბანკო ბარათები მომხმარებლებს უფასოდ ეძლევათ, ეს სქემა პოტენციურად ხელმისაწვდომი და მომგებიანი იქნება იმ პირებისთვის, რომელთაც არ შეუძლიათ თავს უფლება მისცენ – იქონიონ ძვირადღირებული თანამედროვე სმარტფონი.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button