Hi-Techახალი ამბებინახატებიხელოვნებახელოვნური ინტელექტი

ნეიროქსელი VS ადამიანი: ხელოვნური ინტელექტის მიერ შექმნილი ნახატები აუქციონზე

ლონდონში გამართულ სოტბის აუქციონზე გასაყიდად იქნა გამოტანილი უცნაური ლოტი – ინსტალაცია, რომლის მთავარი ელემენტი ნეიროქსელია – იგი მუდმივად ახდენს უნიკალური პორტრეტების გენერირებას. პროექტი, სახელად Memories of Passersby 1 ხელოვნური ინტელექტისგან შექმნილი მეორე ნიმუშია, რომელიც გასაყიდად წარადგინეს. ამასთან, იგი პირველი ნეიროქსელია, რომელიც სპეციალურად აუქციონისთვის შეიქმნა. 

image.jpeg

ინსტალაცია ორი ეკრანისგან შედგება, რომლის ნაწილებიც მცირე ზომის კომოდით არის დაკავშირებული. სწორედ ამ „კომოდშია“ ხელოვნური ინტელექტი, რომელიც დამოუკიდებლად ახდენს გამოსახულებების გენერირებას. როგორც პროექტის ავტორი მარიო კლინგემანი აცხადებს, ამ ლოტის მყიდველი უზრუნველყოფილი იქნება ორიგინალური პორტრეტებით მთელი ცხოვრების მანძილზე  (პორტრეტები ცვლის პროცესში არასდროს განმეორდება).  

ნეიროქსელის სწავლებისთვის გამოყენებულ იქნა ათი ათასობით ნახატი ევროპული ხელოვნების ნიმუშებიდან. ხელოვნურ ინტელექტს შეუძლია თვითსწავლა, რისთვისაც მისმა შემქმნელმა იგი უამრავი ალგორითმით აღჭურვა. ინსტალაციის ფუნქციონირებისთვის საჭიროა მხოლოდ ელექტროენერგია, ყველაფერ დანარჩენზე თავად ნეიროქსელია პასუხისმგებელი. 

ინსტალაციის საწყისი ფასი 40-50 ათას დოლარს შეადგენს, თუმცა საბოლოო ფასმა შესაძლოა მილიონსაც მიაღწიოს. გასული წლის ოქტომბერში სხვა ნეიროქსელის მიერ შექმნილი ნიმუში – „ედმონდ დე ბელამის პორტრეტი“ Christie’s-აუქციონზე 432 ათას დოლარად გაიყიდა. ამ „შედევრის“ გაყიდვა უჩვეულო იყო არა მარტო იმიტომ, რომ ეს პირველი შემთხვევა იყო აუქციონის 252-წლიან ისტორიაში, როდესაც რობოტის მიერ შექმნილი ნახატი გაიყიდა, არამედ იმიტომაც, რომ ლოტის მოსალოდნელ გასაყიდ ფასად თავდაპირველად მხოლოდ 7-10 ათასი დოლარი მოიაზრებოდა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button