ახალი ამბებიკოსმოსი

ჩინურმა მთვარემავალმა Chang’e-4-მა მთვარის ზედაპირის ახალი ფოტოები გამოაგზავნა

ჩინური მისიის მთვარემავალი Chang’e-4 და დასაფრენი მოდული ამჟამად ჰიბერნაციის რეჟიმში იმყოფებიან და ელიან მორიგი მთვარეული ღამის დასრულებას, რომელიც დაახლოებით ორი დედამიწური კვირა გრძელდება. ორივე აპარატი მთვარის ზედაპირზე მუშაობს უკვე იმაზე დიდი ხანია, ვიდრე გამოცხადებული იყო მათ სამოქმედო პერიოდად. მორიგ „დაძინებამდე“ მთვარემავალმა დედამიწას გადმოსცა მთვარის ბნელ მხარეზე გადაღებული ახალი ფოტოები.

image.jpeg

3 იანვრის შემდეგ მთვარეზე არსებული ჩინური აპარატები დაკავებულნი არიან გეოლოგიური და ქიმიური მახასიათებლების გამოკვლევებით. მთვარის ორივე მხარეს დღე-ღამის საკუთარი ციკლი არსებობს, რომლებიც 14 დედამიწურ დღე-ღამეზე დიდხანს გრძელდება. 

image.jpeg

ამ დროისათვის მოდულმა და მთვარემავალმა გაატარეს 4 მთვარული დღე და 4 მთვარული ღამე. თავდაპირველად მიიჩნეოდა, რომ აპარატები მხოლოდ 3 მთვარულ დღე-ღამის პერიოდს გაძლებდნენ, ასე რომ რაც მეტი დრო გადის, მით დიდი ბონუსია ეს ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს სასარგებლოდ. მისიის მმართველი გუნდი დარწმუნებულია, რომ მთავრემავალი და მოდული მეხუთე მთვარულ ღამესაც გადაიტანენ და შეხვდებიან მეხუთე მთვარულ დღეს, რომელიც 28 აპრილს დაიწყება. 

image.jpeg

ჩინეთის ეროვნული კოსმოსური სააგენტოს ცნობით მთავრემავალმა ამ დრომდე გაიარა 178,9 მეტრი მთვარის ზედაპირზე. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვნად აღემატება წინა მთვარემავლის მიერ გავლილ მანძილს (114 მეტრი). მან არსებობა 2014 წელს შეწყვიტა და მოასწრო მხოლოდ 1 მთვარული დღე-ღამის გაძლება. 

image.jpeg

იმ ფაქტს, თუ რატომ გადაადგილდება მთვარემავალი ასე ნელა, მისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ხსნის იმით, რომ მოძრაობისას აპარატი გულდასმით იკვლევს გრუნტს და გარემოს – სპეციალური გამოსახულების სპექტრმზომით. 

სააგენტოს ცნობით, მისიაში მონაწილე ყველა კოსმოსური ობიექტი, თანამგზავრის ჩათვლით, ნომინალურ რეჟიმში მუშაობს. 

image.jpeg

ზემოთხსენებული მცირე ინფორმაციისა და მთავრემავალის კამერით გადაღებული ახალი ფოტოების გარდა ახალი ჯერჯერობით სამწუხაროდ არაფერია ცნობილი ფართო საზოგადოებისთვის. რეალური სამეცნიერო მონაცემების შესახებ, რომლებიც აპარატებმა მოაგროვეს და დედამიწაზე გზავნიან, ცნობილი გახდება მხოლოდ სპეციალური კონფერენციის შემდეგ, რომელიც ამა წლის ივლისშია დაგეგმილი. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button