Hi-Techახალი ამბებიმეცნიერებატექნოლოგია

შეიქმნა ორბირთვიანი კომპიუტერი ადამიანის უჯრედში CRISPR-ინსტრუმენტის გამოყენებით

შვეიცარიელმა მეცნიერებმა გამოიყენეს CRISPR-ის გენების რედაქტირების ინსტრუმენტი ბიოკომპიუტერის შესაქმნელად. მათი იდეა მდგომარეობს შემდეგში: ცოცხალი უჯრედი უკვე მზა გამომთვლელი კომპლექსია, რომელსაც შეუძლია მიიღოს და დაამუშავოს მონაცემები. ადამიანის სხეული კი შესაძლოა განხილულ იქნეს, როგორც სუპერკომპიუტერი შესანიშნავი შესაძლელობებითა და სიმბოლური ენერგომოხმარებით – მან რომ იმუშავოს, ამისთვის საჭიროა მხოლოდ ერთი თეფში საკვები.

ლოგიკური სქემების ასაგებად მეტაბოლიზმის ბუნებრივი პროცესების გამოყენება გადამწყვეტ მიზანს წარმოადგენს სინთეტიკურ ბიოლოგიაში. ციურიხელმა მეცნიერებმა გამოიყენეს CRISPR-ის მოდიფიცირებული ვერსია ფერმენტის განსაკუთრებული ვარიანტის, Cas9-ის ასაწყობად. იგი მუშაობს, როგორც უმარტივესი პროცესორი – შეუძლია „წაიკითხოს“ დნმ-მოლეკულების ინფორმაცია, გაააქტიუროს ცალკეული გენების ექსპრესია, რაც გამოიწვევს ცილების სინთეზს. მიღებული შედეგის აღმოჩენა კი საკმაოდ მარტივია.

„პროცესორი“ მუშაობს ისევე, როგორც საბაზისო ლოგიკური ელემენტი, რომლის საფუძველზეც არის დაპროექტებული ორმაგი კოდის დამუშავების ყველა სქემა. მეცნიერებმა შეძლეს ერთ უჯრედში ორი ასეთი გადამამუშავებელი ბირთვის მოთავსება და მიიღეს ფუნქციონალური გამომთვლელი მოდული. თუკი მასში ინფორმაციას ბიომარკერების სახით შეიყვანენ, იგი გამოითვლის და წარადგენს შესაბამის პასუხს იმ ანალიზზე, რომელზეც იქნება დაპროგრამებული.

რეალურად, რთული ბიომარკერების ანალიზისათვის არ არის საკმარისი ერთი მოდული. საჭიროა ათასობით ან მილიარდობით მოდულის გაერთიანება ერთ არქიტექტურაში – ეს არის ამოცანა, რომლის განხორციელებაც PCB დაფებში ჯერ კიდევ ნახევარი საუკუნის წინ შეძლო კაცობრიობამ.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button