მეცნიერება

უძველესი ინჟინრების მეთოდები 25-ტონიანი ლოდების გადაადგილებისთვის

ეჭვგარეშეა, ყველას გაგვჩენია კითხვა, როგორ ააგეს სტოუნჰენჯი ან მოაის თავები აღდგომის კუნძულზე იმ დროს, როდესაც არ არსებობდა ამწე და სატვირთო? მასაჩუსეტსის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მეცნიერები მყარად არიან დარწმუნებულნი, რომ უძველესი ინჟინრები ბალანსისა და ბერკეტების ოსტატები იყვნენ. მეცნიერებმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომლისთვისაც დამზადდა ბეტონის გიგანტური კონსტრუქციები, რომლებიც თითო დაახლოებით 25 ტონას იწონიდა. ექსპერიმენტის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ დამტკიცებულიყო – ამ ლოდების ხელით გადაადგილება შესაძლებელია.

image.jpeg

კომპანია Matter Design-მა პარტნიორ CEMEX-თან ერთად დააპროექტა ბეტონის დიდი ზომის მონოლითური კონსტრუქციები, რომლებიც ისეთი ფორმისა, რომ მათგან შესაძლებელია აიწყოს ერთიანი დიდი ფუნქციონალური სტრუქტურა. მიუხედავად იმისა, რომ ბეტონის ბლოკები რამოდენიმე ათეულ ტონას იწონიან და საკმარისი სიმტკიცე აქვთ იმისათვის, რომ ასწლეულებს გაუძლონ, მათი უნიკალური ფორმები საშუალებას იძლევა მარტივად გადააადგილოს თუნდაც მხოლოდ ერთმა ადამიანმა.

ამგვარი ბლოკების დიზაინში რამოდენიმე მიდგომაა გამოყენებული. მასიური ბლოკები დამზადებულია სხვადასხვა სიმყარის ბეტონისგან, რაც საშუალებას იძლევა ზუსტად გაკონტროლდეს – სად მთავრდება ობიექტის სიმძიმის ცენტრი და ენიჭება სტაბილურობისა და ბალანსის უნარი. მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ლოდი შემთხვევით მოჭრილ ქვას წააგავს, ყოველ მათგანს აქვს სტრატეგიულად განთავსებული კუთხეები, მომრგვალებული კიდეები, მოხვევის წერტილები, სახელურები და მბლოკავი ელემენტები. მიღებული კონსტრუქციები ძალიან მძიმეა, თუმცა შესაძლებელია მათი გაგორება, მოტრიალება, დახრა, ბიძგის მიცემა, ერთი ადგილიდან მეორეზე გადატანა უჩვეულოდ მსუბუქად და მიმართულების სიზუსტით.

აქედან გამომდინარე, იდეა, რომ მოაის 82-ტონიანი ქანდაკებები აღდგომის კუნძულზე გადააგორეს და დანიშნულების ადგილამდე მიიტანეს, საკმაოდ დამაჯერებელი გამოდის. მაგრამ ეს ექსპერიმენტი ბოლომდე ვერ ამტკიცებს ამ ჰიპოთეზას.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button