ახალი ამბებითამაშები

Epic Games Store-ში მალე დაიწყება მარკეტის ისტორიაში უმსხვილესი ფასდაკლებები

Steam-ის საზაფხულო ფასდაკლებამდე ჯერ კიდევ დიდი დროა, მანამდე კი Epic Game Store სულ მალე შემოგვთავაზებს თავისი არსებობის ისტორიაში უდიდეს ფასდაკლებებს. ამის შესახებ პირველად ინფორმაცია გამოჩნდა პოპულარულ თამაშ Fortnite-ში: თამაშში დაგეგმილ დროზე ადრე გამოჩნდა ბანერი, რომელმაც მომხმარებლებს ამცნო მოახლოებული ფასდაკლებების შესახებ.

ყველაზე სასიამოვნო ის არის, რომ თითოეული მათგანი, ვინც გაააქტიურებს ორფაქტორიან აუთენტიფიკაციას (2FA) Epic Game-ის საკუთარი პროფილისათვის, მიიღებს 10 დოლარს, რომლის გამოყენებაც შეეძლება იმ თამაშების შესაძენად, რომლებზეც უკვე იქნება დიდი ფასდაკლებები. ხსენებული მოვლენის შესახებ დამატებითი ინფორმაცია უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button