ახალი ამბებითამაშები

World of Warcraft Classic ზაფხულის ბოლოს გამოვა

World of Warcraft უკვე თითქმის 15 წელია არსებობს და ვითარდება. არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული ცვლილებები და სიახლეები არ მოსწონთ „ძველისძველ“ გეიმერებს. სპეციალურად მათთვის, ვისაც სურს, რომ „ყველაფერი იყოს ისევე, როგორც ძველად“, Blizzard-მა 2017 წელს წარადგინა World of Warcraft Classic – თამაშის ვერსია 2004 წლიდან.

მას შემდეგ ამ მიმართულებით სიჩუმე იყო, თუმცა Blizzard-მა საბოლოოდ მოიკრიბა ძალები და დაასახელა World of Warcraft Classic-ის რელიზის ზუსტი თარიღი: გეიმერებს „15 წლით უკან დაბრუნება“ შეეძლებათ 27 აგვისტოდან.

დღეიდან, 15 მაისიდან, ცალკეული იღბლიანი გეიმერები მიწვეულნი იქნებიან სპეციალურ ბეტა-ტესტირებაში მონაწილეობის მიღებაზე. თამაშის ტესტირება ჩატარდება სამ ეტაპად: 22-23 მაისს, 19-20 ივნისს და 18-19 ივლისს. ეს თარიღები მიახლოებითია და შესაძლოა ცვლილებები შეეხოს.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button