ახალი ამბებითამაშები

Electronic Arts უფასოდ გასცემს The Sims 4-ის PC-ვერსიას

ბოლო დროს სხვადასხვა კომპანიის მიერ თამაშების უფასოდ გაცემა ტრადიციად იქცა. მცირე ხნის წინ მსურველებს შეეძლოთ უფასოდ მიეღოთ ზამთრის სპორტის სხვადასხვა სახეობის სიმულატორი Steep. ამჯერად კი Electronic Arts ყველა მსურველს წვდომას აძლევს The Sims 4-ზე.

თამაშის მიღება შესაძლებელია Origin-სერვისზე შესაბამის გვერდზე. საჭიროა წინასწარ დარეგისტრირება, თუკი მომხმარებელს არ აქვს ექაუნთი. თამაშის უფასოდ მიწოდების ვადა დასრულდება 28 მაისს საღამოს. შეგახსენებთ, რომ The Sims 4-ს უამრავი სიახლე დაემატა. ცხადია, ხსენებული აქცია გამოწვეულია სურვილით – მიიზიდონ ახალი გეიმინგ-აუდიტორია.  

image.jpeg

პროექტი გამოვიდა 2014 წლის 2 სექტემბერს პერსონალურ კომპიუტერებზე, 2017 წელს კი PlayStation 4-სა და Xbox One კონსოლებზე. ამჟამად The Sims 4-ის PC-ვერსიას Metacritic-ზე კრიტიკოსებისაგან 70 ქულა აქვს 74 რეცენზიის შემდეგ. მომხმარებლებმა თამაშს 4 ქულა მიანიჭეს ათიდან, ხმის მიცემაში ჯამში მონაწილეობა მიიღო 2238-მა ადამიანმა. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button