Hi-Techახალი ამბებიტექნოლოგია

სიახლე ტექნოლოგიების სამყაროში: მაგიდა უსადენო დატენვის მხარდაჭერის მქონე მოწყობილობებისათვის

ალბათ უამრავ ადამიანს გასჩენია სურვილი, რომ სმატფონი უბრალოდ მაგიდაზე დადებითვე დატენილიყო. სწორედ ამგვარი იდეის რეალიზება სცადეს Xiaomi-სა და Ikea-ს თანამშრომლებმა: შედეგად შესაძლებელია მოწყობილობის დატენვა ყოველგვარი სადენებისა და რაიმე სახის მოქმედების გარეშე. საჭიროა აპარატის მხოლოდ მაგიდაზე დადება და იგი დაიწყებს დატენვას 20 ვატი სიმძლავრით.

ჯერჯერობით წარმოდგენილია მხოლოდ მოწყობილობის პროტოტიპი და შესაბამისად, ინტერნეტში არ მოიპოვება დიდი ინფორმაცია მის შესახებ. ზოგიერთი ინტერნეტ-წყაროს ინფორმაციით, უსადენო დატენვის ფუნქცია მაგიდის მთელ ზედაპირზე იმოქმედებს და არა მხოლოდ რომელიმე კონკრეტულ ადგილზე. უნიკალური მაგიდის ფასი, გამოსვლის თარიღი და ტექნიკური მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. ოფიციალური ანონსიც უახლეს პერიოდში ჯერჯერობით არ არის დაგეგმილი.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button