Hi-Techახალი ამბებიბიზნესიტექნოლოგია

Xiaomi ამზადებს ახალ სმარტ-პროექტორს – 4K HDR

ჩინური კომპანია Xiaomi გამოსაშვებად ამზადებს ლაზერული ტექნოლოგიის ბაზაზე შექმნილ ახალ სმარტ-პროექტორს.

მოწყობილობა მიეკუთვნება 4К ფორმატის პროდუქციას, შესაბამისად, 3840 × 2160 პიქსელი გაფართოების გამოსახულების ფორმირების საშუალებას იძლევა. აგრეთვე საუბარია HDR 10 მხარდაჭერაზე. 

როგორც კომპანია აცხადებს, სიკაშკაშე აღწევს 1700 ANSI-ლუმენს. გამოსახულების ზომამ შესაძლებელია მიაღწიოს 80-დან 150 დუიმს დიაგონალზე. მოწყობილობის გაბარიტებია 456 × 308 × 91 მმ, წონა – დაახლოებით 7.5 კგ.  

პროექტორი წარმოდგენილია ARM-პროცესორით, 2 გიგაბაიტი ოპერატიული მეხსიერებითა და 64-გიგაბაიტიანი ფლეშ-მეხსიერებით. ხელმისაწვდომია საფირმო პროგრამული ინტერფეისი MIUI. 

image.jpeg

მოწყობილობას საკმაოდ ხარისხიანი აუდიოსისტემა აქვს: ორი დინამიკის ჯამური სიმძლავრე 30 ვატს შეადგენს. ასევე ხელმისაწვდომია უსადენო კავშირის Bluetooth-ადაპტერი, სამი HDMI 2.0 პორტი, USB პორტები და SPDIF ინტერფეისი. 

პროექტორი ფასი 1600 აშშ დოლარს შეადგენს. იმ შემთხვევაში კი, თუკი კომპლექტს პროექციის ეკრანიც დაემატება, ფასი 2300 დოლარამდე იზრდება. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button