ახალი ამბებიბიზნესიბლოკჩეინი და კრიპტოვალუტები

Amazon Web Services უშვებს „ბლოკჩეინის მართვად სერვისს“ (Managed Blockchain Service)

საცალო გაყიდვების გიგანტ Amazon-ის შვილობილმა კომპანია Amazon Web Services-მა (AWS) შექმნა საყოველთაოდ ხელმისაწვდომი Amazon Managed Blockchain (AMB).

პროდუქტი, როგორც კომპანია ამტკიცებს, მომხმარებლებს საშუალებას მისცემს შექმნან ბლოკჩეინ-ქსელები თავიანთი ორგანიზაციებისათვის. იგი აგრეთვე იყენებს Ethereum-ისა და Hyperledger-ის ღია კოდის მქონე პლატფორმებს. აღსანიშნავია, რომ Amazon აცხადებს – ABM-ს შეუძლია ათასობითა და მილიონობით ტრანზაქციის მხარდაჭერის მასშტაბირება.

Amazon-ის განცხადებით, blockchain-as-a-service (BaaS) ორგანიზაციებს საშუალებას მისცემს შეიმუშავონ და აამოქმედონ თავიანთი ქსელები უფრო სწრაფად და თანაც ნაკლები დანახარჯებით, რადგანაც იგი აგვარებს შემდეგ აუცილებელ პირობებს: „აღჭურვილობის წარდგენა, პროგრამული უზრუნველყოფის დაყენება, წვდომისათვის საჭირო სერტიფიკაციების შექმნა და მართვა, ქსელის პარამეტრების კონტროლი“. Amazon Managed Blockchain-ის გენერალურმა მენეჯერმა Rahul Pathak-მა განაცხადა: 

„Amazon Managed Blockchain ზრუნავს ნოუდების უზრუნველყოფაზე, ქსელისა და სერთიფიკაციების მართვაზე, უსაფრთხოებასა და ქსელის მასშტაბირებაზე“. 

AMB-ის დამნერგავ მთავარ კომპანიებს შორის წარმოდგენილია ამერიკული საკომუნიკაციო გიგანტი AT & T, კვების პროდუქტების მწარმოებელი გლობალური კომპანია Nestlé და Singapore Exchange Limited. 

AMB-ის შესახებ პირველად დაანონსდა გასული წლის ნოემბერში მონაცემთა ბაზა Amazon Quantum Ledger-თან (QLDB) ერთად. QLDB – ეს არის საბუღალტრო წიგნის მონაცემთა ბაზა, რომელიც განკუთვნილია გამჭვირვალე, უცვლელი და შემოწმებული ტრანზაქციების წარმოდგენისათვის. 

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button