ახალი ამბებიმეცნიერება

„მეორე მზე“ – ჩინეთის თერმობირთვული მომავალი და შეუზღუდავი ენერგია

ცნობილია, რომ ჩინეთი სულ მალე აამოქმედებს „ხელოვნურ მზეს“, რომელიც შეუზღუდავ, სუფთა ენერგიას უზრუნველყოფს მომავალში. ბირთვული დაშლისაგან განსხვავებით სინთეზი პრაქტიკულად არანაირ სათბურ აირს არ გამოყოფს და ნაკლებად რისკის მატარებელია ატომური ნივთიერებების გაჟონვის შემთხვევაშიც. „ხელოვნური მზე“ – ეს არის ჩინეთის ექსპერიმენტული სუპერგამტარი მოწყობილობა, რომელიც შენდება ჩინეთის ერთ-ერთ აღმ. პროვინციაში.

პროვინციის ჩინოვნიკებმა განაცხადეს, რომ მიმდინარე წელს დასრულდება ხელოვნური მზის შექმნა და გააქტიურდება ბირთვული სინთეზი, რომლის მსვლელობისას ზღვის წყალში არსებული წყალბადი და ადვილად მოპოვებადი ლითიუმი გაცხელდება 150 მილიონ გრადუს ცელსიუსზე.

მსგავსი ტიპის უკვე არსებულმა რეაქტორმა მიაღწია 100 მლნ გრადუსს, რაც ნამდვილი მზის ბირთვის ტემპერატურაზე ექვსჯერ მაღალია. ამ დაუჯერებელ მაჩვენებლებს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ბირთვული სინთეზის რეაქციის სტაბილურად შენარჩუნებისათვის.

„ხელოვნური მზის პლაზმა ძირითადად შედგება ელექტრონებისა და იონებისაგან. სწორედ იონები ახდენენ მოწყობილობაში ენერგიის გენერირებას“ – აცხადებს ჩინეთის ეროვნული ბირთვული კორპორაციის წარმომადგენელი.

ხელოვნური მზე სინთეზს განახორციელებს ისევე, როგორც ნამდვილი მნათობი დეითერიუმისა და ტრითიუმის გამოყენებით და მოახდენს ელექტროენერგიის გენერირებას. სუფთა ენერგიის მიღებისას არ გამოიყოფა მავნე ნარჩენები, შესაბამისად მისი მოხმარება იდეალური იქნება ადამიანებისა და გარემოსთვის.

2018 წელს მეცნიერებმა განაცხადეს, რომ შეძლეს საჭირო ტემპერატურის შენარჩუნება 60 წამის განმავლობაში, თუმცა აუცილებელია, რომ ეს დრო ათას წამამდე მაინც გაიზარდოს.

„ვიმედოვნებთ, რომ განვავითარებთ საერთაშორისო თანამშრომლობას ამ მოწყობილობაზე და ჩინეთის მხრიდან წვლილს შევიტანთ კაცობრიობის მიერ სამომავლო თერმობირთვული სინთეზის გამოყენებაში“ – აცხადებს პროექტზე მომუშავე პირი.

ჩინეთი ასევე გეგმავს ააგოს ბირთვული სინთეზის ცალკე რეაქტორი, რომელიც დაიწყებს კომერციული სინთეზირებული ენერგიის გენერირებას.

Source
overclockers.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button