ესე

რატომ ჰქვია რეზო ჭეიშვილის ნოველას “ლურჯი ფრინველი”? ( ratom hqvia rezo cheishvilis novelas “lurji frinveli” )

პოეტებისთვის ფერი ლურჯი ასოცირდება ცასთან, ოცნებასთან და იდუმალებსთან, ამიტომ ხშირად შევხვდებით ამ ფერს რომელიმე მოთხრობასა თუ ლექსში

რ.ჭეიშვილის ნოველა “ლურჯ ფრინველში” გადმოცემულია მწერლის ბავშვობა და მისი აუხდენელი ფიქრები. ბავშვობა ყოველთვის ასოცირდება ოცნებასთან და რ.ჭეიშვილის მოთხრობაც კავშირშია ლურჯ ფერთან. ოცნების ასასრულებლად ბიჭი მიემართლება და როდესაც გამოსავალი თითქოს აღარ არსებობს, მის წინ ჩაიფრინა ლურჯმა ფრინველმა. ამ შემთხვევაში ლურჯი ფრინველი არის ალეგორია, იმისა რომ არსებობენ აუხდენელი, მიუწვდომელი ოცნებები. თავად ფრინველიც არ არსებობს ლურჯი და იგი არც მოთხრობაში არ იარსებებს, რადგან ეს მხოლოდ მწერლის ბავშვური წარმოსახვაა, რომელმაც იგი განსაცდელისგან იხსნა. მიუხედავად ამისა მწერალს ამ მოგონებიდან ყველაზე მკაფიოდ ამახსოვრდება ლურჯი ფრინველი, რომელიც ცაში დანავარდობდა და გადაულახავი კლდის წინ დაფრინავდა.

მწერლის მიზანი იყო, რომ ამ სათაურით მას ჩვენთვის დაენახებინა ოცნების ფარგლები და ამიტომ მისი ბავშვობის მოგონებას მან სათანადო სახელიც შეურჩია – ლურჯი ფრინველი.

Source
https://toptemebi.wordpress.com/

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button